სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ბეშქენ ოპიზარი, მხატვარი, XII  ხელოვნების მუშაკი ტაო კლარჯეთი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ოპიზარი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ბეშქენ ოპიზარი, მხატვარი, XII ხელოვნების მუშაკი ტაო კლარჯეთი

ბეშქენ ოპიზარი

ბიოგრაფია

XII საუკუნის ოქრომჭედელი. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან(კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ბიოგრაფიული ცნობები ბეშქენ ოპიზარის შესახებ არ არის შემონახული. შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი–ბრეთის სახარების  ვერცხლის გარეკანის მოჭედილობა(ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში). გარეკანის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". გარეკანის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბექა ოპიზარი, მხატვარი, XII საუკუნე ხელოვნების მუშაკი ტაო კლარჯეთი

1 0