სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
პეტრე ოცხელი 1907-1937წწ. მხატვარი, ქ. ქუთაისი, იმერეთი.

1907-1937 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ოცხელი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

პეტრე ოცხელი 1907-1937წწ. მხატვარი, ქ. ქუთაისი, იმერეთი.

პეტრე ოცხელი (1907-1937)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თეატრის მხატვარი, ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სხვა მხატვრებთან ერთად მან ფაქტობრივად მოახდინა რევოლუცია ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინში.


1913-1920წწ. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში; 1920 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სწავლას ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში სწავლობდა; 1926 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში; 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". ამ სპექტაკლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მას ქუთაისის თეატრში მუშაობა შესთავაზა; კ. მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში. იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და მოსკოვის თეატრებში, ცნობილ რეჟისორებთან (კ. მარჯანიშვილი, კ. სტანისლავსკი და სხვა); გააფორმა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარ მოვლენად ქცეული და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული სცენისთვის, ცნობილი დადგმები: "ურიელ აკოსტა" (1929), "ხატიჯე", "ოტელო", "ყაჩაღები", "მუნჯები ალაპარაკდნენ" და სხვ.; შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას კინოფილმისთვის "მფრინავი მღებავი". 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: modernism.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - ლონდონის თეატრის მხატვართა გამოფენა , ოქროს დიდი მედალი
  • 1937 - კ. სტანისლავსკის მიერ მოწყობილი ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსი, პირველი პრემია
    ესკიზებისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0