სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გია რიგვავა 1956წ მხატვარი, პედაგოგი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი რიგვავა სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

გია რიგვავა 1956წ მხატვარი, პედაგოგი, დაბ. ქ. თბილისი.

გია რიგვავა 1956


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 1978 წელს; სურიკოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 1986 წელს.


1978-1980 წწ. იყო სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროს გაერთიანება "ქიმექსპორტის" უფროსი ინჟინერი; 1986-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1994-1996 წწ. მოსკოვის სურიკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის მასწავლებელი. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ოჯახი" (1984), "ჯანყი გურიაში" (1986), ფერწერულ-ინსტალაციური ნამუშევრისა "0=C=", Не верьте им, они все врут", (1993), "This world is leaving", (1995) და სხვა. გამართული აქვს 20-ზე მეტი პერსონალური გამოფენა: "თეთრი გალერეა" (თბილისი, 1990), მოსკოვი (1993), "შენ ხარ უღონო ანუ ყველაფერი არც ისე ცუდადაა" ("TV Gallery", მოსკოვი, 1993), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (მოსკოვი, 1993) და სხვა. მონაწილეა ასამდე ჯგუფური გამოფენის, მათ შორის: "თანამედროვე საბჭოთა ხელოვნება" (იუნესკო, პარიზი, 1989), "Summer Atelier Inspiration" (ჰანოვერი, 1990), "Heat and Conduct" ("ახალი ხელოვნება თბილისიდან", 1992), "presence" ("Art-Space Gallery" ბრისტოლი, 1992), "Mappi Art Gallery" (შეფილდი, 1992), "Arnolfini" (ბრისტოლი, 1992)" და სხვა. არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა: "სახლი" (1991), "ზღვარზე" (1993). მისი ნამუშევრები დაცულია ლიუბლიანას "oderna Galerija", სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ("ტრეტიაკოვის") გალერეებში. ცხოვრობს და მოღვაწეობს სვსტრიასა და გერმანიაში. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.398; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geprostory.net.ua

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


რიგვავა მიქაელ დაბ. 1968წ. დეკანოზი სოფ. ჭკადუაშის წმ. გიორგის ტაძარი დაბ. ზუგდიდი

2 0

რიგვავა - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0