სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
კორნელი სანაძე 1907-1985წწ მხატვარი, პოეტი, დაბ. ხონი, იმერეთი.

1907-1985 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სანაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

კორნელი სანაძე 1907-1985წწ მხატვარი, პოეტი, დაბ. ხონი, იმერეთი.

ბიოგრაფია

დაბადებისა ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში 1922-1924წწ.; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით; დაამთავრა თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. 


1934 წლიდან ფერწერას ასწავლიდა აკადემიაში; 1924 წლიდან იგი უკვე ყველა რესპუბლიკური გამოფენის მონაწილეა, ენერგიულად მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში; მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: "დარიკო", "ქალი მწვანეში"; ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: "კარმენი", "დაისი", "მთების ძახილი", "დედა და შვილი"; რუსთაველის თეატრში: "ტირიფის ქვეშ"; მარჯანიშვილის თეატრში: "კოლმეურნეს ქორწინება", "შამილი". ქუთაისის თეატრში: "ოტელო", "გუშინდელნი", "კიკვიძე"; ბათუმის თეატრში: "ფოლადაური", "პური"; მონაწილეობა აქვს მიღებული საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებშიც, კერძოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში; მნიშვნელოვანია მისი, როგორც პედაგოგის როლი, ახალგაზრდა ქართველ მხატვართა აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში; მისი მოსწავლეები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: გ. თოიძე, გ. თოთიბაძე, გ. ჯაში და სხვები; მისი ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, სახელმწიფო თეატრალურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, აჭარის ავტონომიურ მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმში; მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით ცნობილია "მებაღე" და "სინგაპურის საზამთროები", რომლებიც 2007 წელს ბირმინგენის(აშშ) აუქციონზე იქნა წარდგენილი და საიდუმლო მყიდველის მიერ უცნობ ფასად შეძენილი; იგი ასევე არის რამოდენიმე პოეტური კრებულის ავტორი; ფერმწერი.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.320; Sputnik-საქართველოს ვებსაიტი: sputnik-georgia.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1964 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 27.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


სანაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

1 0

ლევან სანაძე 1928-98წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა (სპრინტი) დაბ. ხონი იმერეთი

4 0

3 6 8