სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი 1870-1935წწ. მხატვარი, პედაგოგი.

1870-1935 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სკლიფოსოვსკი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი 1870-1935წწ. მხატვარი, პედაგოგი.

ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი (1870-1935)


ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა სხვადასხვა სამხატვრო სახელოსნოში.

1895 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში; 1898-1900წწ. ხატვას ასწავლიდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში; 1900-1904წწ. - ასწავლიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში; 1905 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში; 1909 წელს თბილისში დაბრუნდა; ასწავლიდა ქალთა II გიმნაზიაში; 1911 წელს საკუთარი ხარჯებით გახსნა "ხატვისა და ფერწერის კურსები". აქ სწავლობდნენ შემდეგი სახელგანთქმული მხატვრები: ს. ვალიშევსკი, ა. ქუთათელაძე, ი. გამრეკელი, ა. ბაჟბეუქ-მელიქიანი, კ. ზდანევიჩი, ე. ახვლედიანი და სხვა.


კურსები დაიხურა I მსოფლიო ომის (1914-1918წწ.) პერიოდში, როცა ის გაიწვიეს მოქმედ არმიაში; თბილისში დაბრუნდა 1918 წელს; 1921 წლამდე ასწავლიდა "ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სამხატვრო სკოლაში"; 1921-1925წწ. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და რკინიგზელთა სკოლაში; 1925 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში(ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი); საქართველოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის კერძო კოლექციებში; თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლა_სკლიფოსოვსკი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0