სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რუსუდან ფეტვიაშვილი 1968წ  მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ფეტვიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

რუსუდან ფეტვიაშვილი 1968წ მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი

რუსუდან ფეტვიაშვილი 1968


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1991 წელს.

ხატვა ადრე დაიწყო; 6 წლისას თბილისში I პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ნამუშევრები: დაზგური გრაფიკა - "დარბევა" (1982), "ხომალდი" (1982), "საქართველო" (1991-1992), "მზიანი დღე" (1994), "მზე" (1996) და სხვა; წიგნისგრაფიკა და ილუსტრაცია - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", "ქართული ხალხური ზღაპრები" (ორივე - მოსკოვ-პარიზის გამოცემა, 1991), ფირდოუსის "შაჰნამე" (თბ., 1990);


მოხატა თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის ფოიეს კედელი (1986), შეასრულა მინიატურები სამების საკათედრო ტაძრის ხელნაწერი სახარებისათვის (1998-2001); პერსონალური გამოფენები - თბილისი (1974, 1982, 1994, 1999), მოსკოვი (1975, 1981, 1984), მადრიდი (1985), ვენა (1986), ლონდონი (1988), საკრამენტო (1996, 2000) და სხვა; ნამუშევრები დაცულია თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონის, მოსკოვის, თბილისის კერძო კოლექციებში; 1999 თბილისში გაიხსნა "რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა" (მისამართი: დავით აღმაშენებლის პრ., 103); რუსუდან ფეტვიაშვილი შესულია მე-XX საუკუნის ორი ათას გამოჩენილ პიროვნებათა შორის. წიგნი გამოიცა კემბრიჯის ბიოგრაფიულ ცენტრში; სენტ იორში საგანგებო პრეს-კონფერენცია მიეძღვნა რუსუდან ფეტვიაშვილის ფენომენალურ მხატვრობას; გრაფიკოსი, ფერმწერი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.868



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ფეტვიაშვილი - გვარის 0 ღვთისმსახური

2 0

დავით ფეტვიაშვილი 1973-93წწ გარდ. კინდღი, აფხაზეთი დაბ. სოფ. მაგრანეთი თიანეთი

2 0


მინდია ფეტვიაშვილი დ.1973წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი

1 0

2 1 0