სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიგლა ფირცხალავა 1922-1983წწ.  მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, ქ. ფოთი, სამეგრელო

1922-1983 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ფირცხალავა სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

გიგლა ფირცხალავა 1922-1983წწ. მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი, ქ. ფოთი, სამეგრელო

გიგლა ფირცხალავა (1922-1983)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს.


1941-1942წწ. წლებში პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში", აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში "კომუნისტი" და "ლახვარი"; 1950-1966წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1967 წლიდან - თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში". მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა ("ყვავილების მოყვარული", 1960; "ბულდოგის შექმნა", "არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!", ორივე 1961; "გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი", 1954 და სხვა). ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა ("მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი", ბრინჯაო, 1953; "მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი", ბრინჯაო, 1956; "სტუდენტი გოგონას პოტრტრეტი", ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი", 1945, "ჩაქვი, ჩაის პლანტაცია", 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა - მხატვრის კუთვნილება). მისი კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982). ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 10.-თბ., 1986.-გვ.332; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ანტონ ნიკოლოზის ძე ფირცხალავა 1879-1958წწ მღვდელი დაბ. სოფ. კურზუ მარტვილი

2 0

ანატოლი, რევაზ, ფირცხალავა 1965-1993წწ. 1966-1993წწ გარდ. სოხუმი, აფხაზეთი.

2 0


გურამ ფირცხალავა დ.2004წ. მოსწ. მსოფლიო პრიზიორი უშუ წარმ. სოფ კურზუ მარტვილი

1 0

1 2 3