სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
აპოლონ ქუთათელაძე 1899-1972წწ  მხატვარი. დაბ.  სოფ. ივანდიდი, ხონი იმერეთი.

1899-1972 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ქუთათელაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

აპოლონ ქუთათელაძე 1899-1972წწ მხატვარი. დაბ. სოფ. ივანდიდი, ხონი იმერეთი.

აპოლონ ქუთათელაძე (1899-1972)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში; ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში; მუშაობს საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი; ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვნაეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი; 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, ფერმწერ-ბატალისტი.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამხატვრო ფონდი, თავმჯდომარე
  • სსრ კავშირის სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრ კავშირის სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • ნადირები : სურათები ბავშვებისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი. - 11გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


იოველ ქუთათელაძე 1887-1963წწ. აკადემიკოსი, ფარმაკო-ქიმიკოსი. დაბ. ხონი.

1 0


კარლო ქუთათელაძე 1929-2011წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0