სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გელა ღაჭავა 1966წ. მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი, ქ. გალი, აფხაზეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ღაჭავა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

გელა ღაჭავა 1966წ. მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი, ქ. გალი, აფხაზეთი.

გელა ღაჭავა 1966


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ქ. თბილისის 107-ე პროფესიულ-ტექნიკური საწავლებლის ფილიალი ქსოვილის მოხატვის სპეციალობით 1985 წელს.

1985 წელს მუშაობდა ქ. სენაკის კინოთეატრ "რუსთაველის" მხატვრად; 1988 წელს იყო სენაკის რაიონის სოფელი ზანის კულტურის სახლის დირექტორი; 1988-1989წწ. ქ. ქუთაისის ავტოქარხნის ელექტრო შემდუღებელ საამქროში მოწაფედ; 1989 წელს ამავე ქარხნის შემდუღებელია; 1980 წელს იწყებს ფოტოგრაფიის დაუფლებას; 1988 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ და საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებში; 1992 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული ხელოვნების გაერთიანება "ბონზო კლუბი", რომლის ძირითადი მიზანი იყო პაროდიული ფორმით გამოევლინა ორგანიზაციის წევრთა შემოქმედება; 1993 წელს "ბონზო კლუბი" მონაწილეობს ქ. თბილისში კულტურის ცენტრ "ქარვასლა"-ში საგამოფენო დარბაზში გამართულ დადა-პრეზიდენტის არჩევნებში; 1993 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მოაწყო საქველმოქმედო აქცია, საიდანაც შემოსული თანხა მთლიაად გადაეცა უდედმამო ჩვილ ბავშვთა სახლს; 1995 წელს ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი ''DIREKTION'', ჯგუფმა ჩაწერა 3 ლაბორატორიული კონცერტი (I – ''კანქვეშა ჰორიზონტი'', II – ''კონტაქტი'', III – ''თოჯინების მარში''); 1996-1997წწ. ქ. ქუთაისის რადიოსადგურ "ძველი ქალაქი"-ს მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემის დიჯეი; 1997-1999 წ.წ. ქ. ქუთაისი, გაზეთი ''POST SKRUPT'' პოეზიის გვერდის ''+– სარეველა" ჟურნალისტი; 2007 წლიდან მუშაობს ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვარად; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რედაქციებთან, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი; წერს მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში; გამართული აქვს 14 პერსონალური და 5 ერთდღიანი გამოფენა თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოოპერატივი "მოდაXX", წევრი (1989-1994)
  • საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო, წევრი (2000-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა'"-ს, წევრი (1999-)


ბიბლიოგრაფია

  • ჩემი რჩეული : ლექსები (ილუსტრატორი). - ქუთაისი, 2013. - 168გვ.
  • ლეო ჭეიშვილი : არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი (ილუსტრატორი). - თბილისი, "მწიგნობარის" გამ-ბა და სტ., 2013. - 118გვ.. - ISBN: 978-9941-424-81-6
  • მზეკაბანი : 80-90 და 2000-იანი წლების ქუთაისელ პოეტთა შემოქმედება (ილუსტრატორი). - ქუთაისი, მარიოტა : ენიგმა, 2010. - 332გვ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0