სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე შარვაშიძე 1867-1968წწ.  მხატვარი. დაბ.  ქ. ფეოდოსია უკრაინა

1867-1968 წწ. გარდ. 101 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შარვაშიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

ალექსანდრე შარვაშიძე 1867-1968წწ. მხატვარი. დაბ. ქ. ფეოდოსია უკრაინა

ალექსანდრე შარვაშიძე (1867-1968)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია.

დაამთავრა კიევის რეალური სასწავლებელი 1889 წელს, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში; 1895-1899წწ. სწავლობდა პარიზში ფერნან კორმონის სტუდიაში, მოგივიანებით ჟულიენთან.


1906 წელს დაბრუნდა პარიზიდან; 1906-1917წწ. მუშობდა პეტერბურგში, იყო თეატრის მხატვარი; 1918-1920წწ. მისი ხელმძღვანელობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, რომელშიც თავად ასწავლიდა. გააფორმა მთელი რიგი თეატრალური დადგმები; 1919 წელს ცხოვრობდა კოკტებელში (ყირიმი); 1920 წელს დიაგილევის მიწვევით ევროპულ ტურნეში გაემგზავრა როგორც მხატვარი მის საბალეტო დასთან ერთად. ბრწყინვალედ გააფორმა დადგმები ლონდონში, პარიზში, მადრიდში, მონტე-კარლოში; 1921 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. თავისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი საჩუქრად გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და სოხუმის სამხატვრო გალერეას. ავტორია მთელი რიგი პოპულარული და კრიტიკული სტატიებისა ხელოვნებაში. სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მამით  - შერვაშიძეთა სამთავრო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის - გიორგი შერვაშიძის შვილიშვილი, დედით - ფრანგი.  ა. შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. დაიკრძალა ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი ქ. სოხუმში გადმოასვენეს. 1985 წელს თბილისში შედგა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა.

წყარო:nobility.promodernism.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


შარვაშიძე - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

შარვაშიძე იაკობი (დავითი) დავითის ძე მღვდელმონაზონი 1985-2024წწ მოღვ. ღირსი ექვთიმე გაენათელის (შარვაშიძე) სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი დაკრძ. იქვე

2 0

ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850-1914წწ მღვდელი დაბ. სოფ. ასკანა (ოზურგეთი)

2 0