სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
იოსებ შარლემანი 1880-1957წწ. მხატვარი. დაბ. ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

1880-1957 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შარლემანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

იოსებ შარლემანი 1880-1957წწ. მხატვარი. დაბ. ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

იოსებ შარლემანი (1880-1957)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.


თანამშრომლობდა ჟურნალებთან: "მირ ისკუსტვა"("Мир искусства"), "აპოლონი"("Аполлон"), "ლუკომორე"("Лукоморье"), "სატირიკონი"("Сатирикон"); შეასრულა ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" ილუსტრაციები; მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის; 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან თბილისში; იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს; 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია; მან საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი; შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე; არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა(ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა(ე. ლანსერესთან ერთად); რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.366; https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_შარლემანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1