სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოსკარ შმერლინგი 1863-1938წწ  მხატვარი. დაბ. თბილისი.

1863-1938 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შმერლინგი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ოსკარ შმერლინგი 1863-1938წწ მხატვარი. დაბ. თბილისი.

ოსკარ შმერლინგი (1 ივლისი 1863-1938) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


1884 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1891-1892წწ. მიუნხენში.


1893 წელს თბილისში დაბრუნდა. 1902-1918წწ. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი; 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია.


1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში; თანამშრომლოდა ჟურნალებში: "ეშმაკის მათრახი“, "ტარტაროზი", "შურდული“, "ბზიკი", "ეშმაკის მხარე", "სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"; "თავდადებულნი ქართველნი", 1895; "იავნანავ რა ჰქმნა", 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვ.). 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", "კერძო კუთვნილება" და სხვა). ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. 


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 13, თბ., 1987


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1