სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი შხვაცაბაია 1940წ.  მხატვარი.  მოქანდაკე. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შხვაცაბაია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

გიორგი შხვაცაბაია 1940წ. მხატვარი. მოქანდაკე. დაბ. თბილისი.

გიორგი შხვაცაბაია 15 აპრილი 1940 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1964 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო 1975 წელს.


1964 წლიდან მონაწილეობს 1964 წლიდან; ნამუშევრები: დეკორატიული ქანდაკება რესტორან "არაგვის წინ" (მარმარილო, 1970), მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიცია საქართველოს მიღწევათა გამოფენაზე (1971), "ახალგაზრდა ქალის ფიგურა" (1975), "ახალგაზრდობა" (თაბაშირი, 1975; გადაეცა სსრკ სამხატვრო აკადემიის ვერცხლის დიდი მედალი; ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მირზა გელოვანის ძეგლი (ბრინჯაო, 1977), "შინმოუსვლელთა მემორიალი" (სპილენძი, ბეტონი, 1978; ორივე ახალგაზრდული ქალაქი ჟიული შარტავა), "მეგობრობის ყვავილი" (1980), "ხსოვნის კედელი" (ქვა, 1981), "დროშები ჩქარა" (ბრინჯაო, 1988, ორივე - გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი), "ვერიკო ანჯაფარიძე" (1990) და სხვა; 1992 წელს, საბერძნეთის ქ. ოლიმპიაში, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების წინ, გაიხსნა მისი ქანდაკება "მშვიდობის ჩირაღდანი"; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ტაშკენტის ლიტერატურისა და ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე საბერძნეთში, თურქეთში, აშშ-ში.


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_შხვაცაბაიავინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 357

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


შხვაცაბაია - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0