სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალექსანდრე ციმაკურიძე 1882-1954წწ.  მხატვარი. სოფ. ქვიშხეთი, ხაშური, ქართლი.

1882-1954 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ციმაკურიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

ალექსანდრე ციმაკურიძე 1882-1954წწ. მხატვარი. სოფ. ქვიშხეთი, ხაშური, ქართლი.

ალექსანდრე ციმაკურიძე 5 აპრილი 1882-1954 დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.


1902-1904წწ. სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში ბ. ფოგელთან და ოსკარ შმერლიგთან; 1905-1905წწ. მოსკოვში კ. იუონის სტუდიაში და სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი (გამოჩენილი პოეტის მამა) და ა. ვასნეცოვი, რომელიც პეიზაჟის სპეციალუურ კურსს კითხულობდა.


ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია მომავალ ხელოვანზე. 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. 1945 წლიდან პროფესორი. ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი თანამედროვე ქართული რეალისტური პეიზაჟური მხატვრობისა. მისი საყვარელი თემა იყო ქართლის პეიზაჟი. მუშაობდა ძირითადად პლენერზე. ჩვეულებრივ გადმოსცემდა ზაფხულის ნათელ შუადღეს. ამასთანავე იყო შესანიშნავი კოლორისტი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების, თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. ნამუშევრები: "ქვიშხეთის მიდამოები", "ბორჯომის ხეობის დასაწყისი", "მზიანი დღე", სერია "ძველი თბილისი", "ქართლის ველი" და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 218, თბ., 1987

   

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0