მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
ზურაბ წერეთელი 4 იანვარი 1934 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
Зура́б Константи́нович Церете́ли, Зураб Церетели (груз. ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი; род. 4 января 1934, Тифлис, ЗСФСР, СССР) — советский, грузинский и российский художник-монументалист, скульптор, живописец, педагог. Президент Российской академии художеств (с 1997). Академик АХ СССР (1988; член-корреспондент 1979). Герой Социалистического Труда (1990). Народный художник СССР (1980). Народный художник Российской Федерации (1994). Лауреат Ленинской премии (1976), двух Государственных премий СССР (1970, 1982) и Государственной премии Российской Федерации (1996). Полный кавалер ордена «За заслуги перед Отечеством».
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს.
1959-1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარ-არქიტექტორი; 1965 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდის მთავარი მხატვარი; 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგე; 1987 წლიდან საქართველოში მის მიერვე დაარსებული დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი; 1992-1997წწ. რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წლიდან პრეზიდენტი; 1997 წელს კი ნიუ-იორკის შტატის - ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის - პროფესორი. 1999 წლიდან მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი; 2000 წლიდან ზ. წერეთლის ხელოვნების გალერეის დირექტორია. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი. ავტორია 300-ზე მეტი ფერწერული ნამუშევრისა და მონუმენტური ქანდაკებებისა, რომლებიც დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საქართველო, რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი), მათ შორის: პრომეთე(აშშ, 1979), "ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს" (აშშ, 1979), "ადამიანი და მზე" (თბილისი, 1981), "უნდობლობის კედლის დანგრევა" (ინგლისი, 1989), "ბოროტსა სძლია კეთილმან" (აშშ, 1990), წმიდა ნინოს ძეგლი(თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმ. გიორგის ძეგლი(თბილისი, 2007) და სხვ. 1997-2007წწ. მიღებული აქვს საფრანგეთის "ვერბეერის", გაბრიელ მისტრალის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, იუნესკოს ოქროს ორდენი, პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), იუნესკოს კეთილი ნების ელჩი (1996), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996) და სხვ.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.195
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ბროკპორტის (აშშ) ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტი , საპატიო პროფესორი
- მსოფლიო ელიტის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
- რუსეთის ინფორმატიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი (1998-)
- რუსეთის სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1989-)
- რუსეთის შემოქმედებითი აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი (1992-)
- სან-ფერდინანდის (მადრიდი) ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1998-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული "შრომებისა"(5 ტომად) და "ეთნოგრაფიული ალბომისათვის" - 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1996 - რსფსრ სახელმწიფო პრემია
- 1996 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1996 - ღირსების ორდენი
- 1994 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1993 - რსფსრ სახალხო მხატვარი
- 1983 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1979 - სსრკ სახალხო მხატვარი
- 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1976 - ლენინური პრემია