სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჯავა ჭეიშვილი 1940წ  მხატვარი. დაბ.სოფ. ჯავა, სამაჩაბლო.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჭეიშვილი სია

ჯავა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ჯავა ჭეიშვილი 1940წ მხატვარი. დაბ.სოფ. ჯავა, სამაჩაბლო.

ჯავა ჭეიშვილი 3 სექტემბერი 1940  დაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთი.


დაამთავრა ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1958 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1967 წელს(პედაგოგები: ვ. რუბინჩიკი და ვ. ალექსეევი).

1961 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი, თბილისი(1981), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეა(1980, ქუთაისი); ჯგუფური გამოფენები: ფერმწერთა საკავშირო პლენერი(1976 იურმალა, ლატვია),


 ფერმწერთა საკავშირო პლენერები(1979, 1983, თერჯოლა, საქართველო), ფერმწერთა საერთაშორისო პლენერები(1985, 1988, 1990, 1995, ქუთაისი), ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერები(2001, 2003, ქუთაისი). იგი მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის დრამატულ თეატრში: "ქამუშაძის გაჭირვება" (1976), ნ. ბაიერის "ინციდენტი"(1977), ნ. იმერელი "ლანდები" (1980). ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა" (1978), ალ. ჩხაიძის "შთამომავლობა" (1977), გ. ბათიაშვილის "ვალი" (1979), ქუთაისის თოჯინების თეატრში: მ. კორშუნის "ჭკვიანი მწყემსი" (1975) და ი. ლანჩავას "ყივილა" (1976) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია ეროვნულ მუზეუმში(თბილისი), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში(ქუთაისი), კერძო კოლექციებში(საქართველო, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია). ფერმწერი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.50; http://www.art.gov.ge/artists.php?artist=485&lang=Ge#


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო მხატვართა კავშირი, წევრი (1976-1990)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი და პრემია, წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1998 - დავით კაკაბაძის სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჭეიშვილი - გვარის 19 ღვთისმსახური

1 0

იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845-1927წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ქვიტირი (წყალტუბო)

2 0

გიორგი ჭეიშვილი თამაზის ძე 1970-93წწ დაკარგ. 23 წლის აფხაზეთში. მფრინავი დაბ. კრემენჩუკი უკრაინა, წარმ. ქუთაისი

3 0