სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალი-ყული ჯაბადარი (1640-1720)  მხატვარი, მინიატურა საგარეჯო კახეთი ალი-ყული ჯაბადარი (1640-1720)  მხატვარი, მინიატურა საგარეჯო კახეთი ალი-ყული ჯაბადარი (1640-1720)  მხატვარი, მინიატურა საგარეჯო კახეთი

1640-1720 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ალი-ყული ჯაბადარი (1640-1720) მხატვარი, მინიატურა საგარეჯო კახეთი

ალი-ყული ჯაბადარი XVII საუკუნის ქართველი მხატვარი. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 522, თბ., 1987; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org


ალი-ყული ბეგი (ჯაბადარი) - XVII საუკუნის ქართული წარმოშობის ირანელი მხატვარი, მინიატურისტი მოღვაწეობდა სეფიანთა ეპოქის ირანში.

ისტორიული წყაროების მიხედვით ალი ყული დაბადებულა ისპაჰანში, უმსახურია შაჰების – აბას II-ის (1642 – 1666), სულეიმან I-ისა (1666 – 1694) და სულთან ჰუსეინის (1694-1722) კარზე, „ნაკაშ–ბაშის“ – სამეფო კარის მთავარი მხატვრის რანგში. მისი შვილი აბდალ ბეგი და შვილიშვილიც, მუჰამად ალი ბეგიც მთავარი მხატვრები ყოფილან.

ალი ყული ჯაბადარი დოკუმენტებში იხსენიება ფსევდონიმით „ალი–ფარანგი“. სპარსული „ფარანგი“ ნიშნავს „დასავლელს“, „ევროპელს“, ხოლო მხატვრებისთვის ეს დახასიათება ნიშნავდა ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევარს. იგი მართლაც რადიკალურად ნერგავდა სპარსულ ფერწერაში ევროპულ მხატვრულ ხერხებს, სტილისტიკასა და სიუჟეტებს.

სპარსული მინიატურის ისტორიაში ჯაბადარი ითვლება ახალი მიმართულების ფუძემდებლად. მის ნახატებში მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი სპარსული მინიატიურის ტრადიციებში, თუმცა დასავლეთევროპული ხელოვნების ცალკეული მოტივებიც შეიმჩნევა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ალი ყული ბეგის მინიატურები იმ დროის აღმოსავლურ და ევროპულ მინიატურებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

ირანის კარზე მოღვაწე მეორე ქართული წარმოშობის მხატვრის, სიაუშ ბეგ გურჯისგან განსხვავებით, რომელიც სპარსული მინიატურის ტრადიციული სკოლის ოსტატად ითვლება, ჯაბადარის შემოქმედებაში ჰარმონიულადაა შერწყმული აღმოსავლური და დასავლური სამხატვრო ტრადიციები, თემები და მეთოდები.

ალი ყული ბეგის ყველა ნამუშევარი, რომელსაც აქვს ავტორის ხელმოწერა, ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა. ისინი მოიცავენ პერიოდს 1660-1717 წლებს შორის. მათი თემატიკა სხვადასხვაგვარია:მეფის კარის ცხოვრება, სამეფო სამოსში შემოსილი შაჰები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ნადირობის სცენები. სულ შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა. ერთ-ერთ სურათზე  - „ორი ბანოვანი და მსახური“ (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი), აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674.


ალი ყული ბეგ ჯაბადარის შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში - პარიზის გიმის მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში და სხვ.


წყარო:

1. ნონეშვილი ალ. ქართული კულტურა უცხოეთში : 100 მოღვაწე და ძეგლი. - თბ., 2017. -გვ. 65. 

2. ჯაბადარი, ალი ყული ბეგი // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.318-319.

3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11 - თბ., 1987. -გვ.522



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0