სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ჯაფარიძე 1920წ  მხატვარი. დაბ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯაფარიძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ოთარ ჯაფარიძე 1920წ მხატვარი. დაბ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.

ოთარ ჯაფარიძე 29 ოქტომბერი 1920 დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.



დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1946 წელს; ასპირანტურა - 1950 წელს.

1947 წლიდან თბილისის სამხატვრო სასწავლებლის (შემდგომში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) სპეციალური საგნების პედაგოგი; 1960 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის მასწავლებელი. აკადემიაში მუშაობის 47 წლის განმავლობაში გაიარა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის ყველა საფეხური კათედრის პროფესორის თანამდებობამდე.


1968-1983წწ. სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში. შემდგომში აკადემიაშივე განაგრძობდა მოღვაწეობას ფერწერის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე; 1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1988 წლიდან შეთავსებით უჩა ჯაფარიძის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო ძირითადად პეიზაჟის მხატვრობით განისაზღვრა, რასაც ხელს უწყობდა სისტემატიური კონტაქტი მშობლიურ რაჭასთან. სწორედ რაჭის პეიზაჟი გახდა მისი შემოქმედებითი შთაგონების მთავარი წყარო. მხატვრის ფერწერული ნამუშევრები ძირითადად დაცულია საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო გალერეის (ამჟამად "მხატვრის სახლი"), ონისა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ფონდებში. ერთ–ერთი ტილო იმყოფება მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. ცალკეული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თემაზე შექმნა ორასამდე მცირე ზომის გრაფიკული ნამუშევარი.

წყარო: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი , წევრი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • ღირსების ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0