სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ჯიშკარიანი 1929-1995წწ  მხატვარი. სოფ..გუბი ხონი. იმერეთი.

1929-1995 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯიშკარიანი სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ოთარ ჯიშკარიანი 1929-1995წწ მხატვარი. სოფ..გუბი ხონი. იმერეთი.

ოთარ ჯიშკარიანი 29 აგვისტო 1929-1995 დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი.



დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია პლაკატის სპეციალობით (პედაგოგები: იოსებ შარლემანი, ვლადიმერ გრიგოლია, სამსონ ნადარეიშვილი, სერგო ქობულაძე) 1955 წელს.

1950-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა რესპუბლიკის ჟურნალებში: "ნიანგი", "დილა", "პიონერი", "ცისკარი", "დროშა", "პირიმზე", "საქართველოს ქალი"; მას ეკუთვნის ლიტერატურული ჟურნალების: "ცისკარი", "ლიახვი", "კრიტიკა" გარეკანის შრიფტები; 1956 წლიდან მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე მუშაობდა წიგნის გრაფიკაში და ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან ოსტატად ითვლებოდა; 1958 წელს მხატვართა ჯგუფთან ერთად (დ. დონდუა, ნ. მალაზონია) მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. მოსკოვში გამართულ "ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადისათვის" ღონისძიებაში, სადაც მათ მიერ წარმოდგენილმა პლაკატებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს; 1958-1968 წწ. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" მთავარი მხატვარი; 1968-1975 წწ. გამომცემლობა "მერანის" მთავარი მხატვარი; 1975-1981 წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი მხატვარი; 1981-1989 წწ. "ბავშვთა სურათების გალერეის" დირექტორის მოადგილე; მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამომცემლობა "მერანში" დაარსდა საგამოფენო დარბაზი (1970), სადაც სისტემატურად ეწყობოდა მხატვრული გამოფენები; მხატვრის კვირეულთან დაკავშირებით გამოვიდა პირველი გაზეთი "მხატვარი" (1971); მხატვრის სამუშაო სფეროს წარმოადგენდა: წიგნის გრაფიკა, დაზგური გრაფიკა, პლაკატი, შრიფტი, ფერწერა, მოზაიკა; 1950-იანი წლებიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და უცხოეთში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში: პოლონეთი (1959), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1964), ბელგია, ნიდერლანდები (1968), ვიეტნამი (1972) და სხვ.; პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი (თბილისი, 1986), ქ. რიეტი (იტალია, 1989), ქ. მიუნჰენი, ქ. კიონეგშტაინი (გერმანია, ქალიშვილთან მ. ჯიშკარიანთან ერთად, 1991). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებში: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (თბილისი), შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი (თბილისი), გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახ. მუზეუმი (თბილისი), ა. ქუთათელაძის სახ. თსსა მუზეუმი (თბილისი), ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი (ქ. ხარაგაული), ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (რუსეთი, მოსკოვი), კერძო კოლექციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და დიპლომი. მათ შორის: საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის გამოცემის საქმეში ნაყოფიერი მუშაობისათვის - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1963), წიგნის საუკეთესო მხატვრული გაფორმებისა და პოლიგრაფიული შესრულების რესპუბლიკური კონკურსის დიპლომი - "საუკეთესო მხატვრული გაფორმებისათვის"(1971), როგორც გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარ მხატვარს მიენიჭა ნიშანი - "სოციალისტური შეჯიბრების გამარჯვებული 1975 წელს" (1976 ), ჩრდილო ოსეთის სსრ ავტონომიის უმაღლესი საბჭოს მიერ, სასტუმრო "ვლადიკავკაზის" მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ორდენი (1977) და სხვ. გრაფიკოსი.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.569

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1959-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1957-)
  • სსრკ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0