სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10612

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჰენრიკ ჰრინევსკი 1869-1938წწ.  მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ჰენრიკ ჰრინევსკი 1869-1938წწ.  მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ჰენრიკ ჰრინევსკი 1869-1938წწ.  მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი. ჰენრიკ ჰრინევსკი 1869-1938წწ.  მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1869-1938 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჰრინევსკი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ჰენრიკ ჰრინევსკი 1869-1938წწ. მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

ჰენრიკ ჰრინევსკი 6 ნოემბერი 1869-1938 დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.



1881-1889წწ. იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაამთავრა ჯერ ტექნიკური სასწავლებელი, ხოლო შემდგომ ნატიფი ხელოვნების აკადემია; ქ. კალსტრუეს (გერმანია) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეუფლება არქიტექტურის სპეციალობას 1890 წელს.


სწავლის პერიოდში მან არაერთი შენობა-ნაგებობის საინტერესო არქიტექტურული პროექტი შექმნა და განახორციელა. მამის გარდაცვალების მერე დედასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა; ხატვას და არქიტექტურას ევროპაში სწავლობდა; 1898 წელს საქართველოში დაბრუნდა და სიკვდილამდე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახელოვნებო ცხოვრებაში, როგორც მხატვარი, არქიტექტორი და პედაგოგი.


ხატვას ასწავლიდა კავკასიის კაზმული ხელოვნების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში; 1922 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პროფესორად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც იგი იყო. ეკავა დეკანისა და პრორექტორის თანამდებობებიც;


დიდი დამსახურება მიუძღვის ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვისა და მათი ჩანახატების შესრულების საქმეში; 1912 წელს არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად გაიმარჯვა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობის (დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) პროექტისათვის გამოცხადებულ კონკურში. მისი მოხატულია ამ ნაგებობის ინტერიერი;


მისი მოხატულია ქაშვეთის ტაძრის ერთი ნაწილიც; 1914 წელს გამოვიდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ილუსტრირებული გამოცემა, ჰრინევსკიმ ამ გამოცემისთვის ილუსტრაციები შექმნა და მთელი კრებული მხატვრულად გააფორმა. მას უყვარდა და კარგად ესმოდა ქართული ხელოვნება და თავისი შემოქმედების თემატიკით, სტილისტიკით, ზოგადი ხასიათით იგი ქართველი ხელოვანი იყო; 1923 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1927-1929წწ. ამავე აკადემიის პრორექტორი; ჰენრიკ ჰრინევსკი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.762-763; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0