სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი არადელი-იშხნელი 1882-1920წწ მსახიობი. ქარელი. არადეთი.

1882-1920 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი არადელი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

გიორგი არადელი-იშხნელი 1882-1920წწ მსახიობი. ქარელი. არადეთი.

გიორგი არადელი-იშხნელი (1 ნოემბერი 1882-1920) მსახიობი.დაბადების ადგილი: სოფელი არადეთი, ქარელის რაიონი.



დაამთავრა თბილისის II გიმნაზია 1903 წელს. 1903–1908 წლებში სწავლობდა ოდესის  უნივერსიტეტის იურიდიულ ფალულტეტზე. 1906 წელს დაამთავრა  რეჟისორ ა. დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1908 წელს პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე დ. ერისთავის "სამშობლოში". მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში. კითხულობდა გოგოლის "შეშლილის წერილებს" და მონოლოგებს მისივე "რევიზორიდან". 1908–1920 წლებში მოღვაწეობდა თბილისის, ქუთაისის და გორის თეატრებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გელა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), გიგო და შაქრო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "გამცემი"), გლახა ჭრიაშვილი (ი. ჭავჭავაძის "გლახა ჭრიაშვილი"), მოურავი (ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" და "ანტიგონე"), ფლაქსმანი (ერნსტის "პედაგოგები"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნერონი და ურსი (სენკევიჩის "ვიდრე ხვალ, უფალო") და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.04.2023
სულ რედაქტირებულია 1