სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თენგიზ არჩვაძე (1932) მსახიობი. წარმ. სოფ. ბარი ონი რაჭა
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი არჩვაძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

თენგიზ არჩვაძე (1932) მსახიობი. წარმ. სოფ. ბარი ონი რაჭა

თენგიზ არჩვაძე (3 აგვისტო 1932 წლის) მსახიობი. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ.


რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი",  "კვაჭი კვაჭანტირაძე",  "30 აგვისტო",  "ჯორდანო ბრუნო" და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"),  ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა")და სხვ. 2017 წელს მიენიჭა "ხელოვნების ქურუმის" წოდება.


არჩვაძე გვარის წარმომავლობა
გვარს ფუძედ უდევს ოთხფეხა ცხოველის, არჩვის სახელი.
„სვიმონ მეფემ სვეტიცხოველს განუახლა წიასწყალში ერისთავისგან ბოძებული არჩვაძეების შეწირულება“ (1559 წელი).
1574 წელს სვიმონ მეფე წერს: „მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესვლითა რა გვარადაც სვეტიცხოველს შემოსწირვია წიასწყალს არჩვაძეები ერისთავს რომ შემოუწირავს მითვე წესითა“.
„გიორგი მეფემ შესწირა ცაგერის ეკლესიას სერაპიონის ცაგერილობის დროს ლიჩს არჩუაძისეული მამული“ (1610 წელი).



გიორგი არჩვაძე, მამუკა არჩვაძე, მამულის წყალობის წიგნში 1616 წელს მოიხსენიებიან კათალიკოს ზაქარიას მიერ, რომელიც მან უბოძა დავით და სხვა გედევანისშვილებს.
„სააკაძემ თავის განაყოფს, ზურაბ სააკაძეს, მის რუმდე მიჰყიდა საჯვარეს წინა ვენახი“ – აქაც გვხვდება გვარი არჩვაძე, რომლის სახელიც ზაალი იყო.
არჩვაძეები 1941 წელს სოფელ ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან.
საქართველოში 2 338 არჩვაძე ცხოვრობს. თბილისში – 1 177, ჭიათურაში – 184, რუსთავში – 102; არიან სხვაგანაც.


სოფლები: ზემო ბარი, ქვემო ბარი, სამთისი.  ონის მუნიციპალიტეტი

მოსახლეობა: 94კაცი 40 (კომლი)

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: ზემო ბარი 32 კაცი, ქვემო ბარი 58კაცი, სამთისი 8კაცი.

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:  42°31′24″ ჩ. გ. 43°18′11″ ა. გ.

ცენტრის სიმაღლე: ზღვის დონიდან 1200 მ ქ. ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით

მდებარეობა: სოფ.ბარი მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდ.ბარულას ნაპირზე,

ფართობი: 3006,5 ჰ.

საზღვრები:  

დასავლეთით : დასავლეთიდან სოფ.სამთისი

სამხრეთით : სამხრეთიდან სოფ.ფუტიეთი

აღმოსავლეთით : აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფ. ჭიბრევი

ისტორია:  ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნიდან. ბარი რაჭის ერთ-ერთი დიდი სოფელია და მეტად მდიდარია თავისი ხანგრძლივი კულტურული წარსულით. ბარში იყო  6 ეკლესია, რომელთაგანაც ორი  შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სოფელი ორი უბნისგან შედგება  ზედა და ქვედა  ბარი. XVII საუკუნემდე  შედგენილ ისტორიულ დოკუმენტებში ბარი ერთ სოფლად იხსენება შემდგომ ხანებში მოხდა სოფლის დაყოფა, რომელიც სავარაუდოდ  გამოიწვია სოფლის  დიდ სიგრძეზე განფენამ და მოსახლეობის სიჭარბემ ამას ადასტურებს  XIX საუკუნის საეკლესიო ჩანაწერების გადახედვა, სადაც კარგად ჩანს, შობადობის მეტად მაღალი მაჩვენებელი, იყო წლები, როცა წელიწადში 70-ზე მეტი ბავშვია დაბადებული სოფელში. ამ მხრივ ბარი ერთგვარ მეტოქეობას უწევდა ღებს, სხვავასა და ნიკორწმინდას.

XVI  საუკუნიდან ბარი საკათალიკოსო სოფელია.1525-1550 წლებს შედგენილი ბიჭვინთის იადგარში ვკითხულობთ: „ მეფემან დიდმან ბაგრატ თქუენ,… საყდარსა ბიჭვინთისასა ღმრთისმშობლისასა, გკადრეთ და შემოგწირეთმცირე ესე კნინი შესაწირავი… რაჭას სოფელი ბარი, სასახლე და მონასტერი, ერთის აზნაურიშვილითა ჩიკუტიძითა და  ოცდაათი კუამლით კაცითა, ტყითა, ველითა, მთითა, წყლითა, საძებრითა და უძებრითა“,თითქმის ასეთივე შინაარსისაა  1732 წელს შედგენილი საბუთი- „ შეწირულობის  წიგნი კათალიკოს  გრიგოლ ლორთქიფანიძისა ბიჭვინთისადმი“.

ა. გიულდენშტედტი , რომელმაც 1771 წელს  იმოგზაურა რაჭაში  წერს , რომ ზემო ბარი და ქვემო ბარი ეკუთვნის პატრიარქს,მეფის ძმას.1776 წლის საბუთითაც იგივე მდგომარეობაა „ ბიჭვინთის  საკათალიკოსო ტახტის საკუთრებაა რაჭის სოფელი ბარი და სასახლე“.

ტაძრები:

ბარში რამდენიმე ეკლესიაა იდგა. მისი აღწერილობა 1920-იანი წლების მდგომარეობით, დაგვიტოვა გ.ბოჭორიძემ, მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივ. აღარ დგას საბუკის მაღალ გორაზე  გვიანი ფეოდალური ხანის მაცხოვრის დარბაზული  ეკლესია. ტაძარი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა.ეკლესია სავარაუდოდ ჯაფარიძეთა საგვარეულოს მიერ იყო აშენებული.მანამდე აქ  უფრო ძველი დროის საყდარი უნდა მდგარიყო. საბუკეს გორაზე იდგა ასევე მაცხოვრის სახელობის ეკლესია. შესაძლოა ამ ეკლესიიდან უნდა იყოს ონის მუზემში დაცული რამოდენიმე რელიეფი.(ანუ მუზეუმში დაცულია ბარის სხვადასხვა ეკლესიებიდან რამოდენიმე რელიეფი).გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევდა, რომ ბარი უნდა ყოფილიყო იმერეთის მოლარეთუხუცესისა ლომკაც ჯაფარიძისა და მისი ძმის ეპისკოპოს სვიმონის სოფელი. სწორედ ბარში ეწვივნენ მათ 1650 წელს რუსი ელჩები ტოლოჩანოვი და იევლიევი. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული ამ ეკლესიიდან ჩამოტანილი 10-11 საუკუნეების კრამიტის ნიმუშები. ძეგლიც ამავე პერიოდში უნდა ყოფილიყოს აგებული.

ქვემო ბარში იდგა 1876 წელს აგებული საკმაოდ დიდი ზომების მაცხოვრის აღდგომის დარბაზული ეკლესია.დღეს მისგან დარჩენილია კედლების ნაწილი.უწინ აქ ძველი დროის  ტაძარი უნდა მდგარიყო.მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში მუდმივად აღესრულებოდა მღვდელმსახურება.

აქ მოღვაწეობდნენ მღვდლები : გაბრიელ ჭიჭინაძე ( 1810 – 1830 წწ), თადეოზ ლანდია ( 1806 – 1844წწ) , იოვანე პეტრიაშვილი ( 1813 – 1866 წწ) , იაკობ ჭიჭინაძე ( 1819 – 1866 წწ) , სოფრომ ჭიჭინაძე ( 1834 – 1835წწ ),  ალექსი  ჭიჭინაძე – ( 1853 – 1895წწ ), ნიკოლოზ ჭელიძე – ( 1866- 1869 წწ), სამსონ ლანდია ( 1895 – 1915 წწ) ნესტორ გიორგობიანი ( 1915 – 1917წწ),

ქვემო ბარის ციხისლიანთ უბანში იდგა პატარა მოცულობის (3 x 2,3 მ) ღვთისმშობლის ეკლესია. გ. ბოჭორიძის აღწერით „ შიგნით კედლები მოხატულია.საეკლესიო შინაარსის მხატვრობის გარდა , დახატული არიან სწხვადასხვა პირნიც.წარწერები და მხატვრობა ეკუთვნის XVIII საუკუნეს და ეკლესიაც იმავე ხნის აშენებული  უნდა იყოს“.გ ბოჭორიძის მიერ წაკითხული  წარწერებიდან ყურადღბას იპყრობს  ერთი ცნობა: შინდაგურიძე – მოძღვარი ციხისისა, დეკანოზი, ციხისლობა  ციხისისა  შენებისათვის გამომყოლია.ციხისლების უბანში ორიოედე წელი იქნება რაც ეკლესია აღდგა.

ზემო ბარში იდგა 1881 წელს აგებული გაბრიელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია.დიდი მოცულობის ტაძრიდან დღეს მხოლოდ კედლების ნაწილია დარჩენილი. ახალი ეკლესია ძველი  დროის ტაძრის ადგილას უნდა ყოფილიყო აშენებული. მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდლები  იყვნენ: თადეოზ ლანდია ( 1806- 1844წწ) , იოანე პეტრიაშვილი (1813 – 1866წწ) , იაკობ ჭიჭინაძე ( 1819 – 1866 წწ) , ნიკოლოზ ჭელიძე (1866 – 1869წწ) , დავით სულაძე ( 1869- 1899 წწ0, ეგნატე მეტრეველი ( 1899წ) ,მელიტონ ლანდია (1899 -1917წწ).

ზემო  ბარის თავს მრავალძლისკენ მიმავალი გზის პირას, მთავარანგელოზის ეკლესიის ნანგრევებია. ტაძარი ნაგები ყოფილა თეთრი და ნაწილობრივ შირიმის ქვით.უფრო ზევით მთაში ძველი სასაფლაოა.ამ ადგილას „ ნაეკლესიევს“ უწოდებენ.ძველად აქ ტაძარი მდგარა

ზემო ბარში არჩვაძეების უბანში დღესაც დგას X-XI საუკუნეების „ ჭბოს“ მთავარანგელოზის მშვენიერი დარბაზული ეკლესია.1991 წლის მიწისძვრამ ტაძარი ნაწილობრივ დააზიანა. ბოლო წლებში ნიკო ბეკოშვილმა საკუთარი სახსრებით ჩაუტარა რესტავრაცია ტაძარს, დაიხურა თუნუქით ,ზევიდან ნაწილობრივ ყავრით. ეკლესიის ირგვლის დიდი და ძველი  ხეებია.

თამაზ ბერაძე  აღნიშნავს: „ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ორი ქვის ფილა ნუსხახუცური წარწერით დაფიქსირებული,საფიქრებელია,რომ ისინი ზემო ბარიდან ჭბოს ეკლესიიდან იყოს წამოღებული“.

გვარები: სოფელი შედგება გვაროვნული ნიშნით დაყოფილი უბნებისაგან ასეთებია, ქვემო ბარში: ბუხრაშვილების, გიორგობიანების, გრძელიძეების, ციხისელების, ღოთვაძეების, კახეთელიძეების, ფოჩხიძეების, ჩლაიძეების, ჭიჭინძეების ,ხოლო ზემო ბარში: არჩვაძეების,კერვალიშვილების, მაგრაქველიძეების, მესხიშვილების,პეტრიაშვილების, სულაძეების, ციხისლების და  და ჯაფარიძეების უბნები.

მანძილზე ბარში  ბევრი გვარის ხალხს უცხოვრია.სხვადასხვა წყაროს მიხედვით  აქ სახლობდნენ და სახლობენ  შემდეგი გვარები: აგლაძე, ანდრიაშვილი, არსანიძე, არჩვაძე,  ბაროშვილი, გამრეკელაშვილი, გელბახიანი, გველებიანი( გველესიანი) , გიორგობიანი,   გრძელიძე(გძელიძე), დიასამიძე, თავშავაძე, თოთიძე, იობაშვილი, კახეთელიძე, კერესელიძე, კერვალიშვილი, კვერეხაძე, კვინიხაძე, ლანდია, ლებანიძე,ლოლაძე, მაგრაქველიძე, მეგრელი, მეგრელიშვილი,მესხი, მესხიშვილი, პეტრიაშვილი, პოპოვი, საგიტიშვილი, სულაძე, სხირტლაძე, ტაბლაძ, ტარიკაძე, ფერისაძე, ფეტვაძე, ფოფორაძე, ფოჩხიძე, ქველიძე, ქულაშვილი, ღოთვაძე, შინდაგურიძე, ჩარკვიანი, ჩიკუტიძე, ჩიღვინაძე, ჩლაიძე, ციხისელი, ჭიჭინაძე, ხარატი,ჯაფარიძე.

გამოჩენილი ადამიანები:

ბარიდან არიან გამოსული შემდეგი ცნობილი ადამიანები: არჩვაძე თენგიზი – საქართველოს სახალხო არტისტი, კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი , აგლაძე ლავრენტი – მოქანდაკე-დეკორატორი,  ლავრენტის ძმა პართენ აგლაძე – მოქანდაკე ( ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება მისი  შეასანიშნავი ნამუშევარი სახელწოდებით „მტირალი ანგელოზი“),  ჯაფარიძე თენგიზი – ცნობილი ქართველი მხატვარი,გობელენისტი, ფოფორაძე ნოდარი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გრძელიძე დავითი –  არქიტექტორი, გრძელიძე რევაზი –  ისტორიის დოქტორი,პროფესორი, ლანდია ქეთევანი- საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი,ლანდია პეტრე – ეკონიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, და სხვა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.02.2020
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0