სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლევან ბაღაშვილი 1880-1936წწ გარდ. 56 წლის, მსახიობი,მუშა, სპარტაკ ბაღაშვილი, 1914 წელს ვლადიკავკაზში, ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა დასი წარმ. სოფ ველისციხე გურჯაანი

1880-1936 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ლევან ბაღაშვილი 1880-1936წწ გარდ. 56 წლის, მსახიობი,მუშა, სპარტაკ ბაღაშვილი, 1914 წელს ვლადიკავკაზში, ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა დასი წარმ. სოფ ველისციხე გურჯაანი

ლევან ბაღაშვილი (10 აპრილი 1880-1936) მსახიობი,მუშა.

სასცენო მუშაობა 1897 წელს, ტფილისის პოლკის ყაზარმაში, იოსებ იმედაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1898 წლიდან მონაწილეობდა სახალხო წარმოდგენებში. 1091-1906 წწ. მურაშკოს თეატრში (პეტრე-პავლეს უბანი) მთავარ როლებს ასრულებდა. 1906-1911 წწ. ავლაბრის (არაქსიანის) თეატრში მონაწილეობდა, 1909 წლიდან სახალხო წარმოდგენებს ხელმძღვანელობდა. 1911-1914 წწ. კოტე შათირიშვილის რეჟისორობით გამოდიოდა სახალხო სახლში.


1914 წელს ვლადიკავკაზში, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა დასი და 1919 წლის ბოლომდე წარმოდგენებს მართავდა, 1919 წელს სახკვების კავშირის წევრებისაგან დაარსა სცენის მოყვარეთა წრე, თავისი დასით პროვინციებშიც გამოდიოდა. 1920-1928 წწ. მუშათა თეატრებში (ხელოსანთა ცენტრალურ, ტყავ-ტრესტის, მკერავთა და ორთაჭალის მუშათა კლუბებში), როგორც რეჟისორი და მსახიობი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა. შესრულებული აქვს როლები: ლევანი ("სამშობლო"), გაიოზი ("და-ძმა"), კარლოსი ("ყაჩაღები"), ტოტოღა (ანტონ ფურცელაძის "ავაზაკნი"), არესნა, გულიელმო ("ორი დარაჯი"), მენაბდიშვილი ("მეზობლები"), პოლ ბერნიე ("პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), პეპო და სხვ. 1901-1918 წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, პარტიული განხეთქილების შემდეგ - როგორც ბოლშევიკი.  1923 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრში ხარფუხის ქართულმა დრამატულმა წრემ სახალხო სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გაუმართა. საქართველოს სახალხო არტისტის სპარტაკ ბაღაშვილის მამა.


შვილი სპარტაკ ლევანის ძე ბაღაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1914, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1977, იქვე) — ქართველი კინომსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1963). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1939).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0