სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ ბახტაძე 1928წ  მომღერალი, მსახიობი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბახტაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ოთარ ბახტაძე 1928წ მომღერალი, მსახიობი. დაბ. თბილისი.

ოთარ ბახტაძე (28 მარტი 1928) მომღერალი,მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ სცენის თანამშრომლად, შემდეგ კი მსახიობად (1945). ამ თეატრის სცენაზე პირველად ითამაშა ილუას როლი ა. ცაგარელის კომედიაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟისორი გ. ჟურული); 1954 წელს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი სოლისტია, სადაც მრავალი საინტერესო და ორიგინალური სცენური სახე შექმნა.


საოპერო სტუდიისა და მუსკომედიის თეატრების სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: თანდარუხი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), თავადი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ავთანდილი (შ. დადიანის "გულსუნდა"), ზუპანი (ი. კალმანის "მარიცა"), მიკი (ი. დუნაევსკის "ლაღი ქარი"), გიგოია (ა. კერესელიძის "სამი პატარძალი"), ირაკლი (შ. მილორავას "შესანიშნავი სამეული"), ფრედი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), ბარნაბი (რ. ლაღიძის "მეგობრები"), პაბლო (გ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), კურკა, კინტო ("კურკას ქორწილი") და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0