სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალეკო ბეგალიშვილი 1968წ  მსახიობი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბეგალიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

ალეკო ბეგალიშვილი 1968წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

ალეკო ბეგალიშვილი (4 აპრილი 1968) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1990 წელს.


1990–1995წწ.  თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრის მსახიობი; 1995 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: მ. მაკდონა "ბალიშის კაცუნა" (ყველა მამა, რეჟ. დ. დოიაშვილი), ევრიპიდე "მედეა" (ეგევსი, რეჟ. მ. ჩარკვიანი), მ. მეტერლინკი "ლურჯი ფრინველი" (ახალი წლის ჯადოსნური სული, რეჟ. დ. დოიაშვილი ), ს. მროჟეკი "სახლი საზღვარზე"(მე, რეჟ . დ. დოიაშვილი), ი. მისიმა "მარკიზა დე სადი"(მადამ დე მონტრეი, რეჟ. მ. ბერიკაშვილი), პ. ტრავერსი "მერი პოპინსი“ (ბიძია ალბერტი, რეჟ. დ. დოიაშვილი, გურანდა იაშვილი), "კურკას ქორწილი"(კურკა, აღადგინა ბ. ბეგალიშვილმა) და სხვ.; თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრი: "ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ"(საყვარელი, ქმარი – რეჟ. დ. კალატოზიშვილი), "ხორუმი ქართული ცეკვაა"(ავტორი, რეჟ. გ. აბესაძე), "ზოიკას ბინა"(ჩინელი, რეჟ. ნ. დემეტრაშვილი); კინოსა და სატელევიზიო ფილმებში შესრულებული როლები: "კალმასობა იოანესი"(ოთარიკა, რეჟ. ზ. მექვაბიშვილი), "ქუჩის დღეები" (პოლიციელი, რეჟ. ლ. კოღუაშვილი), "მანდარინები" აფხაზი მებრძოლი, რეჟ. ზ. ურუშაძე), "ჩემი ცოლის დაქალები" (დუდუ, რეჟ. გ. ლიფონავა) და სხვ. საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის შვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბეგალიშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

ბადრი ბეგალიშვილი 1933-2013წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ბადრი ბეგალიშვილი 1973წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ჭიჭიკო ბეგალიშვილი 1910-1982წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0