სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სუზანა ბეჟანიშვილი 1889-1961წწ გარდ. 72 წლის. მსახიობი: შესრულებული აქვს ორასამდე როლი, დაბ. თელავი,კახეთი.

1889-1961 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბეჟანიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

სუზანა ბეჟანიშვილი 1889-1961წწ გარდ. 72 წლის. მსახიობი: შესრულებული აქვს ორასამდე როლი, დაბ. თელავი,კახეთი.

სუზანა ბეჟანიშვილი (4 ნოემბერი 1889-1961) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

განათლება მიიღო თელავის ქალთა გიმნაზიაში. სცენაზე პირველად გამოვიდა 1908 წელს თელავის სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. 1911 წლიდან ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ თბილისის მუშათა თეატრშია. იმავე პერიოდში მიიწვიეს და პარალელურად მუშაობდა მსახიობად ქართულ პროფესიულ თეატრში. სხვადასხვა დროს იყო ბათუმის (1912-1914), ქუთაისის (1915-1917), შოთა რუსთაველის (1918-1937) თეატრების მსახიობი. 1938 წელს გადავიდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ვოდევილების თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. შესრულებული აქვს ორასამდე როლი, მათ შორის: დედა(ა. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ნენე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), სალომე (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ზაალის დედა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), ბოჩკარიოვა (ალ. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მადამ ქსინდიასი (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), სოფია ბერსენევა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), აღათი (ვ. შკვარკინის "ნაბიჭვარი") და სხვ.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


ბეჟანიშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

1 0

გრიგოლ ბეჟანიშვილი აკიმის ძე (1897-1965) საბჭოთა უშიშროების გენერალი დაბ. თბილისი წარმ. ბოლნისი Григорий Акимович Бежанишвили (Бежанов)

1 0


თამაზ ბეჟანიშვილი 1965-92წწ. გარდ. 27 წლის, ქ. გაგრა აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი

3 0