სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მანანა ბერიკაშვილი 1958წ მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, გივი ბერიკაშვილის შვილი. წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბერიკაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

მანანა ბერიკაშვილი 1958წ მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი, გივი ბერიკაშვილის შვილი. წარმ. სოფ. კოლაგი გურჯაანი. დაბ. თბილისი.

მანანა ბერიკაშვილი (27 აპრილი 1958) მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი.დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს, 2001 წელს იმავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.


1994-2001წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2001-2006წწ. ტელეკომპანია "მზის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2005); პროფესორი; 2006 წლიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2007 წლიდან ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 2008 წლიდან მუშაობს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, 2009 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტის "მედია სკოლაში". სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა "ინტერნიუსთან" ტელე და რადიო ჟურნალისტთა მეტყველების კულტურის პროფესიულ დაოსტატებაზე. დადგმული აქვს სპექტაკლები: "მარკიზა დე სადი", "ბედნიერი ერი", "ჩვენ გველის დიდება", "სიშორით სიახლოვე", "ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და სხვა. არის მრავალი საღამოს, ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ.

მამა გივი ბერიკაშვილი (1933- 2017) მსახიობი დაბ. სოფ. კოლაგი გურჯაანი,კახეთი.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0