სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ერასტი ბილანიშვილი 1901წ მსახიობი. საგარეჯო, კახეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბილანიშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ერასტი ბილანიშვილი 1901წ მსახიობი. საგარეჯო, კახეთი.

ერასტი ბილანიშვილი (1901) მსახიობი.

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა ყვარლის მებაღეობის სასწავლებელი 1915 წელს.

მუშაობდა მიწათმოქმედების სამინისტროში. იყო "სახალხო სახლის" ("წითელი თეატრის") შიკრიკი. სცენაზე გამოდიოდა 1918 წლამდე. მუშათა კლუბში ხელმძღვანელობდა პროფკავშირების დრამატულ წრეს. 1921 წლიდან იყო ტფილისის მაზრის ახალგაზრდა კომკავშირის დასების ხელმძღვანელი, პარალელურად მუშაობდა რკინიგზის სალიანდაგო ნაწილში. 1923 წელს სადგურ შორაპანში ხიდის ასაშენებელ სამუშაოებზე გაიგზავნა. 1924 წელს სახალხო განათლების კომისარმა მოსკოვის ქართული სამხატვრო დრამატულ სტუდიაში მიავლინა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ერასტი ბილანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ეპიზოდურ როლებში გადაღებულია ქართულ ფილმებში: "განაჩენი" (1961), "სხვისი შვილები" (1958), "ზვიგენის კბილი" (1959), "საბუდარელი ჭაბუკი" (1957), "სურამის ციხე"(1922) და სხვ.  

გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ მოგვაწოდოთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


ბილანიშვილი

1 0

მიხეილ ბილანიშვილი 1901-1934წწ. მხატვარი, თურქეთი, დაბა ყაზიღმანი.

1 0


გიორგი ივანეს ძე ბილანიშვილი 1917-1970წწ სამამულო ომის გმირი კახეთი

2 0