სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
შოთა ბუგიანიშვილი 1914-1988წწ  მოცეკვავე, მსახიობი. წარმ. ქართლი. დაბ. თბილისი.

1914-1988 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბუგიანიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

შოთა ბუგიანიშვილი 1914-1988წწ მოცეკვავე, მსახიობი. წარმ. ქართლი. დაბ. თბილისი.

შოთა ბუგიანიშვილი ( 15 მარტი 1914-1988) მოცეკვავე,მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასცენო ხელოვნების უმაღლესი სამწლიანი კურსები ქორეოგრაფიული განხრით.

1934-1957 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის მსახიობი. 1957 წლიდან იყო ამავე თეატრის მიმანსის საამქროს გამგე. შოთა ბუგიანაშვილი ოპერის თეატრთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდა სსრ კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, აგრეთვე საზღვარგარეთაც(ლოძი, პოლონეთი, 1969). მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დოჟი(ა. მაჭავარიანის "ოტელო"), პარტიზანი(დ. თორაძის "მშვიდობისათვის"), მესაზღვრე(შ. თაქთაქიშვილის "მალთაყვა), მზვერავი(ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი"), დათვი(ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი"), მეზღვაურის ცეკვა(რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო"), მიშოს მამა(ვ. ჰერსტელის "ამაო სიფრთხილე"), მამა(ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ესტევანი(ა. კრეინის "ლაურენსია"). იგი ასრულებდა ცეკვებს: მთიულური და ლეკური(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ლეკური, მთიულური, კინტაური(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ლეკური(მ. ბალანჩივაძის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), გლეხური ცეკვა და სადარბაისლო, ბერიკაობა(ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), ცეკვა მთიულური(ი. გოკიელის "პატარა კახი"), ქართული მასობრივი ცეკვები(შ. თაქთაქიშვილის "დეპუტატი"), ცეკვა მთიულური(ი. ტუსკიას "სამშობლო"), ლეკური(გ. კილაძის "ლადო კეცხოველი") და სხვ.

გთხოვთ,თუ ვინმეს ამ პიროვნების სურათები მოგეპოვებათ,მოგვაწოდოთ საიტზე.

ბუგიანიშვილი – გორიზმ. ნიქოზი, მცხეთა

http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4305/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.03.2023
სულ რედაქტირებულია 1