სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გურანდა გაბუნია 1938-2019წწ  მსახიობი. დაბ. თბილისი.

1938-2019 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გაბუნია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გურანდა გაბუნია 1938-2019წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

გურანდა გაბუნია ( 26 აგვისტო 1938-2019) მსახიობი.



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გამოირჩევა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით.


ერთნაირი წარმატებით, განსხვავებული ფერებით გვიხატავს ჰეროიკულ, დრამატულ–რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს. მისი როლებისათვის დამახასიათებელია ფორმის სიმკვეთრე, პლასტიკა, ზომიერების გრძნობა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი (ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"),  ისმენე (ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები:  ჟოზე (ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა (როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"),  ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე ("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა ("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა ("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი ("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა ("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი ("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა ("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ. გადაღებულია არაერთ ფილმში. 2008 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0