სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9095

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზურაბ გეწაძე (1971) მსახიობი,რეჟისორი.თბილისი.
თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

170       ბეჭდვა

ზურაბ გეწაძე (1971) მსახიობი,რეჟისორი.თბილისი.

ზურაბ გეწაძე ( 6 თებერვალი 1971) მსახიობი,რეჟისორი.

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო) 1992 წელს.

1992 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია; 2008–2010წწ. დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში; 1992 წლიდან მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი; შემოქმედებითი კავშირი "კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის" დამფუძნებელი, მენჯერი, აღმასრულებელი დირექტორი (2000); 2005-2007წწ. ფოკის დედათა მონასტერთან არსებული ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო "ფოკანის" PR-მენეჯერი; 2005 წლიდან  მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მმართველი; გადაღებულია ფილმებში "საქველმოქმედო წარმოდგენა" (მათხოვარი, რეჟ. ოთარ ლითანიშვილი, 2002);  "ანანოს დაბადების დღე" (ომარი, რეჟ. ოთარ ლითანიშვილი, 2003); "გრაფიტი" (რეჟ. ვანო ბურდული 2006წ.); "გალობის რაინდები" (ფილიმონ ქორიძე, რეჟ. ნანა ჯანელიძე, 2010წ.); "ჩემი ცოლის დაქალები"(ტიტე, რეჟ. გიორგი ლიფონავა); დადგმული სპექტაკლები: თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი: ჯონ სინგი "გმირი" (აგრეთვე პროექტის მენეჯერი, 2004), ეჟენ იონესკო "მელოტი მომღერალი ქალი" (პროდიუსერი, აღმასრულებელი დირექტორი 2007), "7 პპ (7 პატარა პიესა)" (ლაშა ბუღაძე, 2010),  "პოლიცია" (სლავომირ მროჟეკი, 2013);  შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი: "მეფე ლირი" (უილიამ შექსპირი, 2016); "4:48 ფსიქოზი" (სარა კეინი, ექსპერიმენტული სცენა, 2008 ); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნათამაშები როლები: ლაშა ბუღაძე "7 პპ (შვიდი პატარა პიესა)" (წამყვანი,  რეჟ. ზურაბ გეწაძე  ), დავით კლდიაშვილი "ბაკულას ღორები" (კაცია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), უილიამ შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" (ფილოსტრატე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), ეჟენ იონესკო "მელოტი მომღერალი ქალი" (მეხანძრე, რეჟ. ზურაბ გეწაძე), ლუიჯი პირანდელო "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" (რეჟ. გიორგი მარგველაშვილი) და სხვა; 1998-2000 წწ. სატელევიზიო გადაცემების წამყვანი: "ტელე-პროცესი" - მე-9 არხი, 2000 წელი: "გვირგვინი" - I არხი ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო აღნიშვნის მონაწილე; 2004-2006 წწ. "იმედის დილა", "ჩვენი ეზო" - ტელეკომპანია "იმედი"; 2007 წელი: მუსიკალური კონკურსის "იმედის ტალღა II"-ის პრიზიორი - ტელეკომპანია "იმედი"; განხორციელებული პროექტები: 2002 წელს თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, მენეჯერი; 2004 წელს თეატრალური ფესტივალი "ახალი დრამა", მენეჯერი; 2008 წელს "სალომე ყანჩელის საღამო", რუსთაველის თეატრი, მენეჯერი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად); 2009 წელს თანამედროვე ქართული პიესების კითხვა თუმანიშვილის თეატრში; ბასა ჯანიკაშვილის "მეტრო" და ლალი კეკელიძის "მკვდარი საათი". რეჟისორი, პროექტის მენეჯერი; 2010 წელს პროექტი "ახალი ქართული პიესების საჯარო კითხვები" თუმანიშვილის თეატრში, პროექტის ხელმძღვანელი; ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი", გენერალური დირექტორი (2013, 2014).



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 27.02.2020





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ხელოვნება


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა