სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9080

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო გვიშიანი (1890-1980) მსახიობი,პედაგოგი.
გამოჩენილი ადამიანები სრული სია

166       ბეჭდვა

ლადო გვიშიანი (1890-1980) მსახიობი,პედაგოგი.

 ლადო გვიშიანი (1890-1980) მსახიობი,პედაგოგი.

დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1909 წელს, ბერლინის საილიუზიო ხელოვნების აკადემია (მიენიჭა მაგიის პროფესორის წოდება, 1913) აკაკი ფაღავას სტუდია (1924) და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტი 1938 წელს.

1908 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, პარალელურად მსახიობობდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. 1910-1917 წწ. გამყრელიძის კერძო ცირკში გამოდიოდა, როგორც ხუმარა. შემდეგ წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მრავალი უცხო ენის მცოდნე, მუშაობდა სამხედრო თარჯიმნად. კინოგადაღებებში პირველად მონაწილეობა მიიღო ფილმში  "კავკასიის დამოჩილება" (ლ. ჩერნი, 1913). ქართულ ფილმებში შეასრულა შემდეგი როლები: იმერელი ("ქარიშხლის წინ", კ. მარჯანიშვილი, 1924); მჭედელი ("გუგუბზიარა", დ. რონდელი, 1939); დათია და ტუსაღი ("დარიკო", ს. დოლიძე, 1936), პირველი ქაჯი ("ქაჯეთი", კ. მიქაბერიძე, 1936); კომიკოსი მოენე ("პირველი დღე", ა. თაყაიშვილი, 1936); ქადაგი ("ქაჯანა", კ. პიპინაშვილი, 1941). მონაწილეობს ფილმებში: "მამის მკვლელი" (ა. ბეკნაზაროვი, 1924); "თეთრი მხედარი" (ე. ძიგანი, 1929); "ვინ არის დამნაშავე?!" (ა. წუწუნავა, 1925); "არსენა" (მ. ჭიაურელი, 1937), "მაცი ხვიტია" (გ. შენგელია", 1966); "წყალდიდობა"(თ. გოშაძე, 1970), ბოლო როლი ითამაშა ფილმში "ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (ზ. ინაშვილი, 1980). კინოს, თეატრისა და ცირკის მსახიობი. აღიარებულია, როგორც ქართული ცირკის პირველი ხუმარა. თეატრის, კინოს და ცირკის მსახიობი.

გთხოვთ,თუ გაქვთ მეტი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.03.2020





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ხელოვნება


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა