სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
იზა გიგოშვილი 1938-2003წწ. გარდ. 65 წლის, მსახიობი, დააარსა სამეფო უბნის თეატრი. წარმ. კაკაბეთი საგარეჯო

1938-2003 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გიგოშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

იზა გიგოშვილი 1938-2003წწ. გარდ. 65 წლის, მსახიობი, დააარსა სამეფო უბნის თეატრი. წარმ. კაკაბეთი საგარეჯო

იზა შალვას ასული გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 17 იანვარი, 2003) ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1979 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.



ბიოგრაფია

1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967–1969 — მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.



გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვა.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში

1968: „ქერათმიანი ქალიშვილი“ რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი

1974: „ანარეკლი“ (ირმა) რეჟ. ოთარ აბესაძე

1977: „ამაღლება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე

1978: „დათა თუთაშხია“ (ბუდარას ცოლი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია

1979: „მთის ნოველა“ რეჟ. მერაბ თავაძე

1982: „მარადისობის კანონი“ (მარგო) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე

1982: „მე დავბრუნდები“ რეჟ. მერაბ თავაძე

1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია

1992: „თვინიერი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი

2001: „ხვეული კიბით“ რეჟ. მერაბ თავაძე

ნათამაშები როლები


რუსთაველის თეატრი

„კავკასიური ცარცის წრე“ (გრუშე ვაჩნაძე) რეჟ. რობერტ სტურუა

მარჯანიშვილის თეატრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

1979: სსრკ სახელმწიფო პრემია

1979: შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

1981: საქართველოს სახალხო არტისტი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.03.2020
ბოლო რედაქტირება 29.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0