სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით გიორგობიანი 1955წ მსახიობი, რეჟისორი. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გიორგობიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

დავით გიორგობიანი 1955წ მსახიობი, რეჟისორი. თბილისი.

დავით გიორგობიანი ( 5 აგვისტო 1955) მსახიობი,რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო) 1977 წელს.


1977-1984 წწ. მუშაობდა რუსთავის თეატრში. თანამშრომლობდა საქართველოს რადიოსა და ტელვიზიის ლიტერატურულ რედაქციასთან, მონაწილეობდა ტელესპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა ფილმში "სახლი ლესნაიაზე" (ნ. სანიშვილი, რევოლუციონერი გიორგი სტურუა), მნიშვნელოვანი კინოსერიალია სანდრო ბარათელი ფილმში "მონანიება" (თ. აბულაძე, 1984). სხვა როლები: მეფე ფარნავაზი ("ქართლოსიანთა საკურთხეველი", ა. აბაშიძე, 1982), მეფანდურე ("დიმიტრი II", რ. ხოტივარი, 1982), უფლისწული გიორგი ("წიგნი ფიცისა", გ. ლორთქიფანიძე, 1983), ვამეხი ("ვამეხი მოდის", ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1988). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა სტალინის როლი ტელესერიალში "სტალინი. Live" (გ. ლიუბიმოვი, 2006, რუსეთი). მუშაობს, როგორც რეჟისორი (საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები: "მართლმადიდებლური სასწაულები", "განცხადებული სასწაულები", "მორწმუნეთა ურწმუნოება"). გადაღებულია ფილმებში: "გრძელი გზა ლაბირინთში" (გ. ლევინი, 1981, უკრაინა, ესპანელი პილოტი), "მექანიკოს გავრილოვის საყვარელი ქალი" (მ. ტოდოროვსკი, 1981, პატარძლის გამტაცებელი), "ეტიუდები ღრუბელზე" (ლ. ოსიკა, 1989, უკრაინა მიხეილ ვრუბელი), "ანი და ფანი" (ვ. გრამატიკოვი, 2001, რუსეთი), "რუსული კიდობანი" (ა. სოკუროვი, 2003, რუსეთი, ორბელი).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


გიორგობიანი - გვარის 20 ღვთისმსახური

1 0

ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830-1909წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბუგეული (ამბროლაური)

2 0

გიორგობიანი თომა ზაქარიას ძე მართლ. მღვდელი მოღვ. 1890-1917წწ სოფ. შარდომეთი, ონი

2 0

ლევან გიორგობიანი ბონდოს ძე 1970-93წწ გარდ. აფხაზეთი დაკრძ. კუკია თბილისი

2 0

ვახტანგ გიორგობიანი 1914-1990წწ. მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ბესო გიორგობიანი 1954წ. რეჟისორი სცენარისტი დ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


რამაზ გიორგობიანი 1946-1996წწ მსახიობი, რეჟისორი. თბილისი.

1 0


ინგა გიორგობიანი დ.1968წ. მსოფლიო ჩემპიონი აკრობატიკა

1 0

8 6 0