სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თინათინ ელბაქიძე 1933წ მსახიობი, ჟურნალისტი. წარმ. ქართლი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ელბაქიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

თინათინ ელბაქიძე 1933წ მსახიობი, ჟურნალისტი. წარმ. ქართლი. დაბ. თბილისი.

თინათინ ელბაქიძე ( 5 აგვისტო 1933) მსახიობი,ჟურნალისტი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი; 1961-2004წწ.


მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დირექტორად; ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; ჰქონდა საავტორო გადაცემები: "რაღაც უნდა გადარჩეს" და "ლიტერატურული სალონი"; 1980 წელს დაარსა "ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი", რომლის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე; შემდეგ ამ თეატრმა გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 5 წელი იარსება; იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც და რეპერტუარის ავტორიც; თეატრის რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "რუსთაველის ნაკვალევზე (ი. აბაშიძე), "წინ დავით აღმაშენებლისაკენ" (აკ. ბაქრაძე), "პატარა სამშობლო" (გ. ქიქოძე); 1956-1961წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შასრულა 20-მდე როლი, მათ შორის: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო"); ავტორია კრებულებისა: "ჩემი კუნძული", "რადიოს ოქროს ფონდის საგანძური".


ელბაქიძე – აგარააგარები, ახალსოფელი, ბებნისიბეკამი, ბრეთი, გარდაბანი, გომი, გორიელბაქიანთკარი, ვაყავედრება, ზმ. ხვედურეთი, ზღუდერი, კეხიჯვარიმარტყოფი, მიწობი, მცხეთა, სკრატყვიავი, ქარელიქვ. ხვედურეთი, ცხრამუხა, ყინწვისი, წეროვანი, ხაშური, ხცისი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4308/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ელბაქიძე - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

მიხეილ (მუხტარ) ელბაქიძე სიმონის ძე (1931-2011) საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ.ელბაქიანთკარი ქარელი ქართლი

1 0


გოჩა ელბაქიძე 1962-93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. გორი ქართლი

3 0

გიორგი ელბაქიძე დ.2000წ. ევროპის პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა ამბროლაური

1 0

7 2 7