სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
აკაკი ვასაძე 1899-1978წწ  მსახიობი, რეჟისორი. ქუთაისი, იმერეთი.

1899-1978 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვასაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

აკაკი ვასაძე 1899-1978წწ მსახიობი, რეჟისორი. ქუთაისი, იმერეთი.

აკაკი ვასაძე ( 6 აგვისტო 1899-1978) მსახიობი,რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ა. ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში 1920 წელს.


1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა  ქუთაისის თეატრში; 1920-1958წწ. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეტრში; 1935-1955წწ. იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1969 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო 1975 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; როლები: რუსთაველის თეატრში - მენგო(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ახმა(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ფრანც მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1942), დარისპანი ("შემოდგომის აზნაურები", დ. კლდიაშვილის მიხედვით), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), შუისკი (ა. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1946), პეპია (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), აბდულ სადიქი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1951)  და სხვ.; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში - ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), რიჩარდ III (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე"), ნერონი (ლ. სანიკიძის "ნერონი") და სხვ.; რუსთავის თეატრში - ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მეფე ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი", შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1975), მაესტრო (ს. კვარონსკის "მაესტრო"), გიორგი (თ. ჭიკაძის "სურათები საოჯახო ალბომიდან") და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში - პასტორი მანდერსი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"). 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში, როლები: გრიგოლა ("მამის მკვლელი", 1923), პლატონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1926), გარდუფხანი ("ძინა ძაძუ", 1926), შაჰ-აბასი ("გიორგი სააკაძე", 1942-43, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), მამასახლისი ("მაგდანას ლურჯა", 1955), ფარსმან სპარსი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969-1970), მორდუხაი ("დათა ბთუთაშხია", 1977) და სხვ. 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0