სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლიზა ვაჩნაძე 1912-2004წწ გარდ. 92 წლის, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, გიორგი (ჟორა) შავგულიძის მეუღლე. დაბ. სიღნაღი, კახეთი.

1912-2004 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაჩნაძე სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ლიზა ვაჩნაძე 1912-2004წწ გარდ. 92 წლის, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, გიორგი (ჟორა) შავგულიძის მეუღლე. დაბ. სიღნაღი, კახეთი.

ლიზა ვაჩნაძე ( 3 სექტემბერი 1912-2004) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.


1928-1931 წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.

1932-1937 წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, 1937-1942 წწ. რუსთაველის თეატრის, ხოლო 1949 წელს კვლავ მარჯანიშვილის თატრის მსახიობია. ე. ვაჩნაძეს თავისი სამსახიობო მოღვაწეობის მანძილზე შექმნილი აქვს საინტერესო სახეები: ლაჰილი, მკითხავი, დესპინე (შ. დადიანის "თეთნულდი", "გუშინდელნი", "ნინოშვილის გურია"), ბარონესა (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), მარო (ს. შანშიაშვილი "ფოლადაური"), ვარვარა (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ლოლა, მარო, ხატიჯე (კ. კალაძის "როგორ", "კაკალ გულში", "ხატიჯე"), გულთამზე, კაკალა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), მარო (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ივგა (ვ. მინკოს "გვარს არ დავასახელებ"), ფატი, ბაჯი (ვ. გაბესკირიას "ახალწლის ღამე", "უფსკრულთან"), გამზრდელი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), ელენე (ა. აღლაძის "შავთვალა გოგონა"), ქალბატონი კაპულეტი, მარგარიტა, ემილია (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III", "ოტელო"), ფენოველა (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "მზაღო და გელა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "გიორგი სააკაძე" და სხვა. საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის გიორგი (ჟორა) შავგულიძის მეუღლე.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 05.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 3


ვაჩნაძე

1 0

ვაჩნაძე ნინო - ერში ელენე, 1878-1946წწ. წინამძღვარი მონაზონი, სოფ. ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

2 0

ლეონტი თამაზის ძე ვაჩნაძე 1858-1916 შემდ.) რუსეთის გენერალი, ფოტო სიმბოლურია. წარმ. გურჯაანი კახეთი Вачнадзе Леонтий Тамозович

1 0


დავითი თამაზის ძე ვაჩნაძე 1844-1901 შემდ. გენერალ-მაიორი (1908). დაბ. გურჯაანი კახეთი

1 0


ალექსანდრე ივანეს ძე ვაჩნაძე 1855-1922წწ გენერალ მაიორი, დაბ. სოფ,კოლაგი გურჯაანი კახეთი

3 0


აბრამ გიორგის ძე ვაჩნაძე 1853-1941წწ გენერალ ლეიტენატი, დაბ. სოფ.კარდენახი გურჯაანი კახეთი

2 0


ვაჩნაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (დ1860-იანი) საქართველოს გენერალი გურჯაანი, კახეთი

2 0


დავით ვალერიანის ძე ვაჩნაძე 1884-1952 პოლიტიკოსი, სამხედრო პირი სოფ. ბაკურციხე გურჯაანი კახეთი

1 0


ეკატერინე ვაჩნაძე 1920წ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასი, სოფ, ნანიანი, დაბ. გურჯაანი, კახეთი

1 0


ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) 1904-53წწ გარდ. 49 წლის, მსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი. დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, წარმ. გურჯაანი

1 0


ირაკლი ვაჩნაძე (კახელი) 1891-1919წწ. გარდ. 28 წლის, ბეჭდაუდებელი ფალავანი, 1910 წ. ტანის სილამაზის ევროპული კონკურსის გამარჯვებული. დაბ. სოფ. კოლაგი გურჯაანი

2 0


კონსტანტინე ივანეს ძე ვაჩნაძე 1858-1914წწ გარდ. 56 წლის, რუსეთის პოლკოვნიკი, პირველ მსოფლიო ომში დაიჭრა და შემდგომში გარდაიცვალა ჭრილობებისგან. სოფ.კოლაგი გურჯაანი

1 0