სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
იუზა ზარდალიშვილი 1883-1943წწ  მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1883-1943 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზარდალიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

იუზა ზარდალიშვილი 1883-1943წწ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

იუზა ზარდალიშვილი ( 20 ნოემბერი 1883-1943) მსახიობი.


დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი.

1904-1907წწ. იყო მეზღვაური; 1907 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ დასში; 1910 წლიდან გამოდიოდა თბილისის თეატრებში; 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში რუსეთის მოწინავე თეატრების მუშობის გასაცნობად; 1921-1923წწ. დაინიშნა თბილისის თეატრების კომისრად; 1923-1926წწ.


ქუთაისის დრამატული დასის ხელმძღვანელია, ხოლო შემდეგ 1928 წლამდე ფოთის თეატრში მუშაობდა; 1927 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა; 1928 წელს კ. მარჯანიშვილმა თავის დასში მიიწვია მსახიობად; მის მიერ შესრულებული როლებია: კრეჩინსკი (სუხოვო-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), მუროვი (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშევე"), ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის "სამშობლო"), სოლეიმანი (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ჩაცკი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"), ედგარი, იაგო (შექსპირის "მეფე ლირი", "ოტელო") და სხვ. თამაშობდა სახასიათო და კომიკურ როლებს კომედიებში და ვოდევილებში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1