მინადორა ზუხბა ( 6 ნოემბერი 1909-1998) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ღუმურიში, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია (აფხაზური სექტორი) 1939 წელს.
სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1935 წლიდან სოხუმის სერგეი ჭანბას სახელობის დრამატულ თეატრში. იყო აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის მოწაფე. მინადორა ზუხბას სცენური შემოქმედება გამოირჩეოდა სიწრფელით, ტემპერამენტით, გარდასახვის უნარითა და მაღალი პროფესიული კულტურით. წარმატებით ასახიერებდა სახასიათო, კომედიურ და ტრაგიკულ როლებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: გუნდა (შ. ფაჩალიას "გუნდა"), სოფი (მ. შავლოხოვის "საქმრო"), ხანუმა (ა. ცაგარლის "ხანუმა"), დედა (კ. აგუმაას "დიდი მიწა"), ზიზა, კარამსადა (შ. ფაჩალიას "დიდი ქორწილი", "სოლუმანი"), სოფიო (მ. გორკის "უკანასკნელნი"), შასია (მ. ლაკერბაის "დანაყაი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მედეა(ევრიპიდეს "მედეა") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აფხაზი მსახიობი.