სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ევტროფი თალაკვაძე 1881-1963წწ  მსახიობი. დაბ.ოზურგეთი, გურია. სოფ, მთისპირი

1881-1963 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თალაკვაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

ევტროფი თალაკვაძე 1881-1963წწ მსახიობი. დაბ.ოზურგეთი, გურია. სოფ, მთისპირი

ევტროფი თალაკვაძე ( 17 მარტი 1881-1963) მსახიობი.


დაბადების ადგილი: სოფელი მთისპირი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა 1894 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის როტშილდის ქარხანაში. სცენაზე პირველად 1898 წელს გამოვიდა ბათუმის დრამატული წრის სპექტაკლში დ. კლდიაშვილის ხელმძღვანელობით. შეასრულა ოტია ჯოლიას როლი ვ. გუნიას პიესაში "და-ძმა"; 1902 წელს სამუშაოდ გადავიდა ქუთაისში, პარალელურად, 1905 წლამდე, ქუთაისის ნოქართა დრამ-წრეში მოღვაწეობდა; შემდეგ ბაქოში მუშაობდა, პარალელურად აქაც ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებულ დრამწრეში მუშაობდა, რომელიც შემდეგ დრამატულ თეატრად გადაკეთდა; სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა: ჭიათურის (1908-1912), ბაქოს ქართული (1913-1917), ზუბალაშვილის სახალხო (1918), ავჭალის აუდიტორიის (1919-1922) თეატრებში; 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი.


300-მდე როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრში, რომელთა შორის აღსანიშნავია: არსენა (ა. ყაზბეგის "არსენა"), ლევანი (ა. ცაგარელის "ლეკის ქალი გულჯავარი"), ტარიელ მკლავაძე (პ. ირეთელის "სოფლის გმირები" ე. ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით), თავადი კოწია (ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"), ფილიპე ბარბაქაძე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), პაპუნა (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ხევისბერი გოჩა (ს. შანშიაშვილის ამავე სახელწოდების პიესა), მამუკა (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), დიმიტრი გეგელია (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ასკარა (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), კაი გრაკხი (ვ. მონტის "კაი გრაკხი"), მუშა (ვილდენბრუხის "ქოჩრიანი ტოროლა"), დიუმონი (დენერის "პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), სენატორი (ჯ. გოუას და რ. დიუსოს "ღრმა ფესვები") და სხვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


თალაკვაძე სოფრომი 1835-1918წწ იღუმენი დაბ. სოფ. ასკანა, ოზურგეთი დაკრძ. გელათი

2 0

თალაკვაძე

1 0

თალაკვაძე სტაქო მალაქიას ძე დაბ. 1883წწ. შტატის მღვდელი სოფ. ნაბეღლავი წმინდა გიორგის ეკლესია.

2 0

დიტო თალაკვაძე 1962-1992წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ნასაკირალი ოზურგეთი გურია

1 0

ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


მალხაზ თალაკვაძე 1953წ. მომღერალი, მხატვარი. დაბ. ქ.თბილისი.

1 0


გიგოლა თალაკვაძე 1914-2001წწ მსახიობი. დაბ. ოზურგეთი, გურია.

1 0