ელისაბედ თარალაშვილი ( 3 ოქტომბერი 1916) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.
დაამთავრა თბილისის მე-5 შრომის სკოლა 1934 წელს.
პირველად სცენაზე სასკოლო წარმოდგენებში გამოვიდა; 1938 წელს ველისციხის თეატრში მიიღეს სტაჟიორად, პირველად შეასრულა ელინას როლი ქოჩარიანის "ბრმა მუსიკოსში"; 1941-1949წწ. იყო ამავე თეატრის მსახიობი; 1949 წელს მიიწვიეს ცხინვალის თეატრის ქართულ დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქეთევანი, ფაიხოში (დ. ერისთავის "სამშობლო"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნინო (ა. ყაზბეგის "არსენა"), მართა (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), სიდუ (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ნარგიზა (აქვ. ცაგარელის "ციმბირელი"), ვარდო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), მარინე (პ. ირეთელის "ქრისტინე"), ელენე, რუსია (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), სუსამბარი (ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ვასილისა (ა. კორნეიჩუკის "ძახველის ჭალა"), ანნა (შჩეგლოვის "გამოქცევა"), გულჩიორა (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), სმერალდინა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ჯენევრა (ა. დიუსის და ჯ. გოუს "ღრმა ფესვები"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ლუიზა (მ. რიდის "უთავო მხედარი") და სხვა.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.