სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ თეთრაძე 1917-1996წწ  მსახიობი. დაბ. თბილისი.

1917-1996 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თეთრაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

თამარ თეთრაძე 1917-1996წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

თამარ თეთრაძე (26 ივნისი 1917-1996) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს.


იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიში მსახიობად. ამ თეატრის სცენაზე განასახიერა მთელი რიგი საპასუხისმგებლო როლები, მათ შორის: ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარინე (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ცირა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ნატალია (მაქსიმ გორკის "ვასა ჟელეზნოვა") გუსტინა (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ოდეტა (უ. დიუბუას "ჰაიტი"), შეილა (ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა"),  მაშო (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მედეა (ს. კლდიაშვილის  "დღესასწაული საკრაულში"), მარიამი (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"),  ლენა (კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი") და სხვ. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს. გადაღებულია ფილმებში: "ორო ოჯახი" ( რეჟ. დ. კანდელაკი, 1958), "თხუნელა" (რეჟ. შ. მარტაშვილი, 1962), "წკიპურტები" (რეჟ. რ. ესაძე, 1973), "ადამიანთა სევდა"(რეჟ. გ. ჩოხელი, 1984). წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


თეთრაძე - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

ლუკა გიორგის ძე თეთრაძე დაბ. 1859წ. მართლ. მღვდელი სოფ. კონდოლის ღვთისმსახური

2 0

მირიანი (მალხაზ) თეთრაძე 1951-93წწ. გარდ. 42 წლის სოფ. კოლხიდა გაგრა აფხაზეთი დაბ. თბილისი

6 0


თამარ თეთრაძე 1922-2003წწ მსახიობი.

1 0


ნუნუ თეთრაძე 1911-1986წწ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0