სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10489

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ელისაბედ თვალთვაძე 1911-1969წწ. მსახიობი დ. სენაკი სამეგრელო.

1911-1969 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თვალთვაძე სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ელისაბედ თვალთვაძე 1911-1969წწ. მსახიობი დ. სენაკი სამეგრელო.

ელისაბედ თვალთვაძე ( 24 დეკემბერი 1911-1969) მსახიობი.


დაამთავრა სენაკის მესამე შრომის სკოლა 1927 წელს.
1923-1937წწ. მონაწილეობას იღებდა სენაკის კლუბთან არსებული დრამატული წრის წარმოდგენებში; სხვადასხვა წლებში მსახიობად მუშაობდა სენაკის (1937-1939), ფოთის (1939-1942), ქუთაისის (1942-1953) თეატრებში; 1953 წლიდან გარდაცვალებამდე ფოთის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ქრისტინე, ფაცია (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" და "გუშინდელნი"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ძიძია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ციცინო (ვ. დარასელის "გამახარე"), შელიავინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლიუსელი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვა.
ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება.

1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ  იუზა ზარდალიშვილმა  დაარსა ფოთის დრამატული თეატრი.  

1936 წლის 11 ნოემბერს ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა – ი. ვაკელის ,,შამილი“.

ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა. 1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.


დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად  განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე  პრობლემატიკის შემცველი პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს   თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების  გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე.  თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივსალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.  ქმნის კოოპროდუქციას უცხოელ პარტნიორებთან ერთდ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, როგორც მოწვეული ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები.  გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. კლასიკურ და თანამედროვე რეპერტუარტან ერთად ფოთის თეატრში მიმდეინარეობს ექსპერიმენტელი დადგმების მიმართალებითაც. კეთდება პერფორმასებიც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის,  ვიყოთ უაღრესად თანამედროვენი,  ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი  არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე და მხატვრული ღირებულება.

ფოთის თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან. აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდებთან. ხშირად მართავს შეხვედრებს, რომლებზედაც ხდება თეატრის მუშაობის ანალიზი საზოგადოების სხვა დასხვა ფენებთან.  მათთან ერთად ხდება სხვადასხვა სპექტაკლების განხილვა, ეწყობა  შეხვედრები მსახიობებთან, რეჟისორებთან.

ფოთის თეატრი აფინანსებს სტუდენტების სწავლას სამსახიობო ფაკულტეტზე. ამის შედეგად ხდება ჩვენი თეატრის  კადრების შევსება და თაობათა ცვლა. 

თეატრს აქვს პროგრამა – რომლის ფარგლებშიც, წელიწადში ერთხელ, ჩვენი პარტნიორებისა და სპონსორებოს დახმარებით ვდგამთ სპექტაკლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებისა და ახალგაზრდების  მონაწილეობით. გაგვაქვს ეს სპექტაკლი ფესტივალებზე.

ფოთის თეატრი არის ორგანიზატორი და მასპინძელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დღეს არის მთავარი თეატრალური ფორუმი დასავლეთ საქართველოში.

თეატრალური პროცესის გარდა, თეატრი ცდილობს იქცეს საზოგადოებისთვის კულტურის ცენტრად.  თეატრის შენობაში ტარდება გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები, კინოჩვენებები, სხვა დასხვა სახის ღონისძიებები კულტურის სფეროში.  

თეატრის მუშაობა კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებით  სარგებლობს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს ფოთის თეატრი არის ერთერთი საინტერესეო თანამედროვე თეატრი ქართულ თეატრალურ სინამდვილეში.  მიღებული გვაქვს არაერთი ჯილდო, როგორც შიდა ქართულ თეატრალურ სივრცეში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე საზღვარგარეთაც.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0