სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ თვალიაშვილი 1906-1985წწ.  მსახიობი. წარმ. კახეთი. დაბ. თბილისი.

1906-1985 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თვალიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

თამარ თვალიაშვილი 1906-1985წწ. მსახიობი. წარმ. კახეთი. დაბ. თბილისი.

თამარ თვალიაშვილი ( 4 აპრილი1906-1985) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის და მოსკოვის თეატრალურ სტუდიებში. დაამთავრა თბილისის კონსერვატორიასთან არსებული დრამატული ფაკულტეტი 1925 წელს. 1926 წელს მუშაობდა თბილისის "წითელი თეატრის", 1927 წელს - ბათუმის, ხოლო 1928–1959 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობად. თვალიაშვილი იყო ჩინებული ტრავესტი – (პატარა გოგონებისა და ბიჭების როლების შემსრულებელი).


გარდასახვის ნიჭი, უშუალობა და გულწრფელობა ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული როლები, რომელთა შორის აღსანიშნავია გოჩა (ვ. კობელის ''გოჩა''),  ფრიც ბაუერი (ნ. საცის ''ფრიც ბაუერი''), მეღორის შვილიშვილი (ს. ზაიაიცკის ''რობინ ჰუდი''), კარლო (ს. მთვარაძის და შ. ბუაჩიძის ''აურიე რგოლი''), კურდღელი (ე. შვარცის ''წითელქუდა''), აჩაკუნე (გ. ნახუცრიშვილის ''პატარა მეომრები''), ქაჯანა (ნ. ლომოურის ''ქაჯანა''), ზურაბი (დ. ჭონქაძის ''სურამის ციხე''), ჯულიეტა (უ. შექსპირის ''რომეო და ჯულიეტა'') და სხვა. დადგა სპექტაკლი - ნ. ფომიჩევის ''ასე იწყება ცხოვრება''. იგი უმეტესწილად ლირიკულ-დრამატული ამპლუის მსახიობი იყო. ბოლო წლებში ძირითადად ხანდაზმულ ქალთა როლებს ასრულებდა. თვალიაშვილი  განსაკუთრებით ძლიერი  იყო კლასიკურ რეპერტუარში. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

თვალიაშვილი – ახალსოფელიახმეტა, თელავი, ოჟიო, ფშაველი, ყვარელი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/82/4311/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0