სოსო ივანიძე (1874-1918) მსახიობი.
უცნობია სად მიიღო თეატრალური განათლება; თბილისში ჯორჯაძის ქუჩაზე ჰქონდა წიგნების მაღაზია, უფრო ბევრს კითხულობდა, ვიდრე ყიდდა, საღამოთი კი ქართულ თეატრში მეფის გვირგვინს იდგამდა ("პატარა კახი") და აკაკის მშვენიერ ლექსს კითხულობდა;
როლები: როტმისტრი ("სამხედრო ბანაკი"), ბერი ("ღალატი"), მოხუცი გელა ("პატარა კახი"), პეპო; გეურქა ("მზის დაბნელება"). საუკეთესოდ ანსახიერებდა მოხუცი მამების როლებს. იგი სცენის მოყვარულთაგან ადგენდა წრეებს, მონაწილეობდა დაბა-სოფლებში მოწყობილ წარმოდგენებში; განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ დროინდელ ღარიბ მოსახლეობაში.