სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზურაბ ინგოროყვა 1971წ  არტისტი, მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ინგოროყვა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

ზურაბ ინგოროყვა 1971წ არტისტი, მსახიობი. წარმ. გურია. დაბ. თბილისი

ზურაბ ინგოროყვა ( 16 ივნისი 1971) არტისტი,მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი 1994 წელს.

1996-2001წწ. გახლდათ "რუსთავის დრამატული თეატრის" მსახიობი; 2001-2003წწ. იყო "თეატრალური სარდაფის" მსახიობი; 2003 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: მერვე მსაჯული (რ. როუზი ,"თორმეტი განრისხებული მამაკაცი", რეჟისორი – რ. სტურუა), აიეტი (თ. ჭილაძე "წათეს წითელი წაღები", რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე), მარკიზ დე სადი ("შეშლილი სამყარო" იუკიო მასიმასა და პიტერ ვაისის მიხედვით, რეჟისორი – ნინო ლიპარტიანი), ფრანკი (რ. შიმელპფენიგი "ქალი წარსულიდან", რეჟისორი – მ. ნაცვლიშვილი), შავი მაგიის მაგისტრი (ო. უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", რეჟისორი – რ. სტურუა), მარშალი დიორფლინი (ჰ. ფონ კლაისტი "პრინცი ჰომბურგი", რეჟისორი – გ. გორგოშიძე). 


ციცერო, ფლავიუსი (უილიამ შექსპირი "იულიუს კეისარი", რეჟისორი – რობერტ სტურუა); მონაწილეა სპექტაკლისა "ჯადოსნური ღამე" რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: კვაჭი (მ. ჯავახიშვილი, "კვაჭი კვაჭანტირაძე", რეჟისორი – ლ. წულაძე), ჰამლეტი (შექსპირი, "ჰამლეტი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), მამუკა ("ცოდვის შვილები" მარიო პიუზოს "ნათლიმამას" მიხედვით, რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლიმონა (ნ. დუმბაძე "თეთრი ბაირაღები", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), დავით აღმაშენებელი (კ. გამსახურდია "დავით აღმაშენებელი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ბუხუტი (ო. იოსელიანი "ურემი გადაბრუნდა", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ჰოკონ ჰოკონსენი (ჰ. იბსენი "ბრძოლა ტახტისათვის", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), იუნონი (ა. ღებინსკი "დოქტორ პაპატაჩის ვალსი", რეჟისორი – ზ. წაქაძე), კრუპიე ბიჭი (ი. სამსონაძე "იქ სადაც ღვარად მოედინება", რეჟისორი – კ. აბაშიძე), მორჩილი (ი. სამსონაძე "ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის", რეჟისორი – ლ. სვანაძე); რუსთაველის თეატრალურ სარდაფში განსახიერებული როლები: ვანია (ფ. დოსტოევსკი "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი", რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი), ლოიდი (მ. ფრეინი "ხმაური სცენის მიღმა", რეჟისორი – ო. ეგაძე), ოსკარ რაიტრი (პ. ზიუსკინი "კაფე-როსინი", რეჟისორი – ლ. წულაძე), ფრენკ ჰარდრერი (ჟ. ბრიკერი, მ. ლესაგი "ინსტინქტი", რეჟისორი – ო. ეგაძე), ვერნერი (მ. ფონ მაიენბურგი "ცივი ბავშვი", რეჟისორი – გ. ბრეგაძე); გადაღებულია ფილმებში: "სამი სახლი" (2008, რეჟ. ზაზა ურუშაძე), "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)" (2009, რეჟ. ვანო ბურდული); ტელესერიალებში: "მგლების ხორუმი" (2003, 12 სერია, ტელეკომპანია "იმედი", რეჟ. ზაზა ხალვაში), "ყავა და ლუდი" (2006, ტელეკომპანია "იმედი", რეჟ. ზაზა ბუაძე). თეატრისა და კინოს მსახიობი.

ინგოროყვა – ლანჩხუთიმაკვანეთინიგვზიანიოზურგეთიშემოქმედი

http://www.geogen.ge/ge/treasurege/78/4312/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0