სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით კვირცხალია 1950წ მსახიობი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კვირცხალია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

დავით კვირცხალია 1950წ მსახიობი.

დავით კვირცხალია ( 8 მაისი 1950) მსახიობი.


დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; 1988 წელს საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1970 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.  რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სალამურა (ა. სულაკაური "


სალამურა", რეჟისორი - რ. სტურუა), ერეკლე (დ. სუმბათაშვილი "ღალატი", რეჟისორი – რ. სტურუა), ზაზა (ნ. დუმბაძე "თეთრი ბაირაღები", რაჟისორი – რ. სტურუა), რომეო (შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლუციუსი (შექსპირი "იულიუს კეისარი" რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), ტელემაქე (ა. ვალიეხო ,"ოცნება", რეჟისორი – რ. ჩხაიძე), ანრი (ნ. წულეისკირი, გ. გეგეჭკორი "ძველი სამრეკლო", რეჟისორი – გ. გეგეჭკორი), თემო (თ. ჭილაძე "მოულოდნელი სტუმარი", რეჟისორი – თ. ჩხეიძე), ბურგუნდიის მთავარი (შექსპირი, "მეფე ლირი", რეჟისორი – რ. სტურუა), და სხვ.; სხვა თეატრებში განსახიერებული როლებიდიდრო (ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით "ნუ მიგვატოვებ მზეო", რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), პავკა (ნ. ოსტროვსკი "როგორ იწრთობოდა ფოლადი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე) და სხვ.; მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა: "გზაჯვარედინზე" (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), "ეს არ უნდა მომხდარიყო" (რეჟისორი – ზ. კაკაბაძე), "ხორუმი ქართული ცეკვაა" (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი) და სხვ.; მონაწილეობს სატელევიზიო სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (გრიშა კაკაჩია, რეჟისორი გ. ლიფონავა); გადაღებულია ფილმებში: "ქორწინება იმერულად" (რეჟისორი – ნ. წულაია), "ყვარყვარე" (რეჟისორი – დ. აბაშიძე), "ნატვრის ხე"(რეჟისორი – თ. აბულაძე), "მარტოხელა მონადირე", (რეჟისორი – ქ. დოლიძე) და სხვ.; სარეჟისორო ნამუშევრები: მხატვრული ფილმი "ოქროს ობობა" – 4 სერია(სცენარის ავტორები და რეჟისორები – დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე.).  ვიდეოფილმი "ჩემი სახელი საიდან იცი?" (ნ. დუმბაძის მოთხრობების "დედა" და "კორიდას" მიხედვით). 1984 წელს მიღებული აქვს კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ( მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ერთხელ").



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0