სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზურაბ კიკალეიშვილი 1924წ მსახიობი, პედაგოგი, ქორეოგრაფი. წარმ.სამეგრელო. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კიკალეიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

ზურაბ კიკალეიშვილი 1924წ მსახიობი, პედაგოგი, ქორეოგრაფი. წარმ.სამეგრელო. დაბ. თბილისი.

ზურაბ კიკალეიშვილი ( 25 ოქტომბერი 1924) მსახიობი, პედაგოგი, ქორეოგრაფი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.


1942 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1942 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1967-1968წწ. ქ. ტოკიოს "ტოკიო ბალეტ"-ის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1978-1979წწ. ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1983-1984წწ. თურქეთში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; ქართული რეპერტუარი: თავადი ზაალი, ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დავრიში (გრ. კილაძე "სინათლე", 1947 წელს პრემიერა), მამია, გორდა, სოკოლოვი(დ. თორაძე "გორდა", 1949 წელს პრემიერა), იაგო (ა. მაჭავარიანი "ოტელო", 1956 წელს პრემიერა), დემონი (ს. ცინცაძე "დემონი"), სოლისტი, მასხარა (ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები", "სერაფიტა"); ქართული დადგმები, ბალეტები: ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"(1964, პრემიერა, 1978, დაიდგა სტოკჰოლმში), გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1963), ბ. კვერნაძე "სერაფიტა"; ცეკვები ქართულ საოპერო სპექტაკლებში: ა. კერესელიძე "ბერუჩა" (1956, პრემიერა), ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი" (1954, პრემიერა), ა. შავერზაშვილი "მარინე"(1955, პრემიერა, ქორეოგრაფ ს. ნონიაშვილთან ერთად), ი. გოკიელი "წითელქუდა" (1958, პრემიერა), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958, პრემიერა), მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი" (1959); მუსიკალური კომედია: შ. მილორავა "ჩანჩურა" (1976); ლიბრეტო: ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები" (1964), მისივე "მხატვრის სახელოსნოში"; სხვა რეპერტუარი: კოპელიუსი (დელიბი "კოპელია"), ზიგფრიდი, დეზირე (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", 1945), ალბერტი (ადანი "ჟიზელი", 1948), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), სატირი (გუნო "ვალპურგის ღამე"), ჯოტო (ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი"); სხვა დადგმები და წამყვანი პარტიები: ლი შანფუ (1950, დადგმა და წამყვანი პარტია, გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ფრონდოსო (1948, კრეინი "ლაურენსია"), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე", ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"; გადაღებულია კინოფილმებში: "ქართული ბალეტის ოსტატები"(რეჟისორი შ. მანაგაძე, ვ. ჭაბუკიანი, კომპოზიტორი გრ. კილაძე, ა. კრეინი), "ოტელო" (1960, რეჟისორი ვ. ჭაბუკიანი. იაგო), "ვერის უბნის მელოდიები" (1973, გ. შენგელაია, კომპოზიტორი, გ. ცაბაძე. პირველი ქართული კინო-მიუზიკლი. ფოსტალიონი), "აურზაური სალხინეთში" (1975, რეჟისორი ლ. ღოღობერიძე. რიჩარდი), "კავკასიური რომანსი" (1975, რეჟისორი რ. გაბრიაძე. მამედა); გასტროლები: აშშ, არგენტინა, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად); ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი, კინო-მსახიობი.

კიკალეიშვილი – ზუგდიდიხობიბანძაქვემო ქვალონიპირველი მაისიმენჯითორსა-დღვაბა

http://www.geogen.ge/ge/treasurege/63/4313/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ოთარ კიკალეიშვილი 1988-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ფოთი

2 0

მამუკა კიკალეიშვილი 1960-2000წწ მსახიობი, რეჟისორი. წარმ. სამეგრელო. დაბ. თბილისი

1 0