სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ კობერიძე 1924-2015 მსახიობი,რეჟისორი წარმ. სოფ. ცხმორი ონი რაჭა

1924-2015 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კობერიძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

ოთარ კობერიძე 1924-2015 მსახიობი,რეჟისორი წარმ. სოფ. ცხმორი ონი რაჭა

ოთარ კობერიძე ( 17 დეკემბერი 1924-2015) მსახიობი,რეჟისორი. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს.


1943-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1950-1956 წწ. სოხუმის დრამატული თეატრის, 1959-1964 წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია; 1941 წლიდან იღებენ კინოში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ბესარაბიელი პარტიზანი ("შავი მთები", 1941), ბაში-აჩუკი ("ბაში-აჩუკი", 1956), დათა ("სხვისი შვილები", 1959), ესპანელი ოფიცერი ("ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ", 1963), გრიაზნოი ("მეფის საცოლე", 1964), მფრინავი ეგზიუპერი ("პატარა უფლისწული", 1966), ჩეჩონი ("წითელი კარავი", 1970), შაჰ ქაუსი ("რუსტამის გმრობანი", 1971), კიაზო (ოპერა-ფილმი "დაისი", 1971); ასევე გადაღებულია ფილმებში: "მამლუქი", "ქალის ტვირთი", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი",  "გენერალი და ზიზილები", "ზღვის შვილები", "დათა თუთაშხია", "ანთიმოზ ივერიელი", "ალადინის ჯადოსნური ლამპარი" და სხვ.; ავტორია სატელევიზიო ფილმებისა: "გამსვლელი პაიკი" (1970), "აღმოსავლეთის ექსპრესი"(1976). დადგა სატელევიზიო სპექტაკლები: "მეშვიდე", "მოცეკვავე კაცუნები", "სურათები"; 1956 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.


ფილმების დამდგმელი რეჟისორი

1963: „ Мечте навстречу“ „ოცნებასთან შესახვედრად“

1970: „გამსვლელი პაიკი“

1976: „აღმოსავლეთის ექსპრესი“

1978: „ელოდეთ მოკავშირეს“

1982: „სიბრძნის კარავი“

1985: „ვინ არის მეოთხე?“

1988: „ოპერაცია ვუნდერლანდი“

სცენარის ავტორი ფილმებისა

1963: „ Мечте навстречу“ „ოცნებასთან შესახვედრად“ რეჟისორები ოთარ კობერიძე, მიხეილ კარიუკოვი

1979: „ელოდეთ მოკავშირეს“ რეჟ. ოთარ კობერიძე

1990: „საბედისწერო გასროლა“ რეჟ. ოთარ კობერიძე

გადაღებულია ფილმებში

1941: „შავ მთებში“ (ბესარ აბიელი პარტიზანი) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია

1948: „ქეთო და კოტე“ რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი

1956: „ბაში-აჩუკი“ (ბაში-აჩუკი) რეჟ. ლეო ესაკია

1957: „ქალის ტვირთი“ (აკაკი ახატნელი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი

1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ (ოთარი) რეჟ. ლევან ხოტივარი

1958: „მამლუქი“ (მაჰმუდი) რეჟ. დავით რონდელი

1958: „სხვისი შვილები“ (დათო) რეჟ. თენგიზ აბულაძე

1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ლევანი – ინჟინერი) რეჟ. სიკო დოლიძე

1960: „შეწყვეტილი სიმღერა“ (გურამ გელოვანი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი

1962: „713-й просит посадку“ „713 ითხოვს დაჯდომას“ (ჰენრი) რეჟ. გრიგოლი ნიკულინი

1963: „ Мечте навстречу “ „ოცნებასთან შესახვედრად“ (კოსმონავტი ივან ბატალოვი) რეჟისორები ოთარ კობერიძე, მიხეილ კარიუკოვი

1963: „გენერალი და ზიზილები“ (შტურმანი რანერ პეტერი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი

1963: „Они шли на Восток “ „ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთისაკენ“ (ესპანელი ოფიცერი) რეჟისორები ჯუზეპე დე სანტისი, დიმიტრი ვასილევი

1964: „Царская невеста“ „მეფის საცოლე“ (გრიაზნოი) რეჟ. ვლადიმერ გორიკერი

1964: „ზღვის შვილები“ (გურამი (მამა)) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი

1965; „თავდასხმა და უკანდახევა“ (დაჭრილი იტალიელი)

1965: „Сегодня — новый аттракцион“ „დღეს ახალი ატრაქციონია“ (მარატ მესხიევი)

1966: „Волшебная лампа Аладдина“ „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ (სულთანი)

1966: „Маленький принц“ „პატარა უფლისწული“ (მფრინავი ეგზიუპერი)

1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (თენგიზი) რეჟ. სიკო დოლიძე

1967: „Комиссар“ „კომისარი“ (ეპიზოდი)

1969: „Красная палатка“ „წითელი კარავი“ (ჩეჩონი)

1971: „Сказание о Рустаме“ „რუსტამის გმირობანი“ (შაჰ ქაუსი)

1971: „დაისი“ (კიაზო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი

1972: „გაზაფხულის საღამო“ რეჟ. გიული ჭოხონელიძე

1972: „ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი“ (ედიშერი) რეჟ. დევი აბაშიძე

1973: „მზე შემოდგომისა“ (მუზეუმის დირექტორი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი

1975: „გაქცევა გათენებისას“ (კოწია ერისთავი) რეჟ. სიკო დოლიძე

1969: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელები და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე

1978: „დათა თუთაშხია“ (სეხნიევი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია

1979: „Жизнь прекрасна“ „ცხოვრება მშვენიერია“

1979: „ელოდეთ მოკავშირეს“ (უფროსი კომანდირი) რეჟ. ოთარ კობერიძე

1979: „Путь к Софии “„გზა სოფიისკენ“

1982: „დიმეტრე II“ (თარსაიჭ ორბელი) რეჟ. რევაზ (ბუბა) ხოტივარი

1982: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (მსახიობი) რეჟ. ელდარ შეგელაია

1985: „მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (ბატონი ვიქტორი) რეჟ. მიხეილ ანთაძე

1985: „ვინ არის მეოთხე?“ (პოლკოვნიკი) რეჟ. ოთარ კობერიძე

1985: „Грядущему веку“

1988: „ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან“ (მსახიობი) რეჟ. მიხეილ ანთაძე

1988: „ოპერაცია „ვუნდერლანდი““ რეჟ. ოთარ კობერიძე

1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (სენიორი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე

1990: „საბედისწერო გასროლა“ (ნოდარი) რეჟ. ოთარ კობერიძე

2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (პატრიარქი დოსითესოსი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1954: აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი

1958: საქართველოს დამსახურებული არტისტი

1968: საქართველოს სახალხო არტისტი

1981: აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი

2002: მემედ აბაშიძის სახელობის პრემია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0