სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ქეთევან კოლხიდელი 1921-2008წწ მსახიობი დაბ. ფოთი დაბ. სამეგრელო.

1921-2001 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კოლხიდელი სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ქეთევან კოლხიდელი 1921-2008წწ მსახიობი დაბ. ფოთი დაბ. სამეგრელო.

ქეთევან კოლხიდელი ( 27 იანვარი 1921-2008) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი სკოლა 1936 წელს; სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

1937-1952წწ. ფოთის, ხოლო 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია. ლირიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა პარალელურად წარმატებით ანსახიერებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე სახასიათო როლებსაც. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამარ მეფე (შ. დადიანის "შოთა რუსთაველი"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ლიზა (მ. გორკის "მზის შვილები"), გაიანე, ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა), საპატარძლო (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ელისაბედ დედოფალი (უ. შექსპირის "რიჩარდ III"), მზევინარი, ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), თინა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"). ჩიტუნია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ზეფორე (პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა"), ესმა (გ. წერეთელის "პირველი ნაბიჯი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი"(1957), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (1965), "ჯერ შეიცადეთ... ("ოტელო" ქუთაისში", 2003), "37 გარადუსი ცელსიუსით" (2005). რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ივანე მიქიაშვილის მეუღლე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 27.01.2023
სულ რედაქტირებულია 1